Back სემინარი მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე

2015 წლის 14-15 თებერვალს ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა სემინარი მოსამართლეთა  დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სადისციპლინო კოლეგიის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრებმა და თანამშრომლებმა.

ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, ხორვატიის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ბატონმა დურო სესამ  და ანკარას სასამართლოს მოსამართლემ, ბატონმა ენგინ დურნაგოლმა მოხსენებები გააკეთეს მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით. განხილულ თემებს შორის იყო დისციპლინური გადაცდომის დეფინიცია და სახეები, ზღვარი დისციპლინურ გადაცდომასა და დასაშვებ შეცდომას შორის, დისციპლინური სისტემისა და ზომების მიზანი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სტანდარტების გავრცელება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესზე, მტკიცების ტვირთი და სტანდარტი დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში, დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა/საჯაროობა და სამოსამართლო დისციპლინის მიმართება სამოსამართლო ეთიკასთან. ამას გარდა, სემინარზე წარმოდგენილი და განხილული იყო მოსამართლეთა ქცევის წესები,  მათი დარღვევის კონკრეტული გამოვლინებები და ეთიკის ნორმების დარღვევები. სადიციპლინო კოლეგიის წევრებმა ექსპერტებს გააცნეს მოსამართლეთა გამოკითხვის შედეგები საერთო სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ და მოისმინეს მათი მოსაზრებები, თუ რომელი დისციპლინური გადაცდომები არის მიზანშეწონილი რომ დაემატოს დისციპლინური გადაცდომების არსებულ ჩამონათვალს.

სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის – „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის სამეფოს მიერ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page