Back ახალი ორენოვანი სახელმძღვანელოები საბავშვო ბაღებს

ახალი ორენოვანი სახელმძღვანელოები საბავშვო ბაღებს

ევროპის საბჭო განაგრძობს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციაზე მიმართული საგანმანათლებლო ასპექტების ხელშეწყობას. 2017 წლის 19 და 20 აპრილს ახალი ორენოვანი საბავშვო ბაღების სახელმძღვანელოები გადაეცათ მარნეულის, ნინოწმინდის, ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს წინასწარ ჩატარებული საჭიროებათა კვლევის საფუძველზე.

გამართული შეხვედრებისას, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა - ბ-მა მერაბ თოფჩიშვილმა, გაგიკ კარსლიანმა, ზაზა მელიქიძემ და ვალერი სტელმაშოვმა,  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, მადლიერება გამოხატეს ახალი ორენოვანი სახელმძღვანელოების მიღების გამო და ხაზი გაუსვეს რომ აღნიშნული საგანმანათლებლო რესურსი ძალზედ საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება სკოლამდელი დაწესებულებებისათვის. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა შეხვედრისას სხვა არსებულ საჭიროებებიც გააჟღერეს და მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

ხუთი სახეობის ორენოვანი სახელმძღვანელო შეიქმნა 13 უმცირესობათა ენაზე რომელთა ელექტრონული ვერსიები განთავსებულია პროექტის ვებგვერდზე; დაბეჭდილი და დარიგებულია ასევე 10500 ცალზე მეტი სახელმძღვანელო. სომხურის, აზერბაიჯანულისა და რუსულის შემთხვევაში, აღნიშნული სახელმძღვანელოები დაეხმარებიან ბავშვებს ქართული ენის უნარების გაძლიერებაში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge