ევროპის საბჭოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წელს ისტორიულ გერმანულ დასახლებებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის დამზადდა და დამონტაჟდა სამენოვანი ცალკე მდგომი, კედლის აბრები და ასევე საგზაო ტურისტული მანიშნებლები. ეს დასახლებებია - ასურეთი ყოფილი ელიზაბეტთალი, ბოლნისი - ყოფილი კატარინენფელდი და თრიალეთი - ყოფილი ალექსანდერსჰილფი. აღნიშნული აქტივობა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა განხორციელდა. აღსანიშნავია რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტები მიესალმნენ ტურისტული აბრები განთავსებას, რომლიც არამარტო გერმანული კულტურული მემკვიდრეობის და ენის წარმოჩენას ემსახურებოდა, არამედ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასაც.
აქტოვობა განხორციელდა ევროპის კავშირისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“ ფარგლებში.