Back ევროპის საბჭო განაგრძობს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციაზე მიმართულ საგანმანათლებლო ასპექტების ხელშეწყობას

ევროპის საბჭო განაგრძობს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციაზე მიმართულ საგანმანათლებლო ასპექტების ხელშეწყობას

საქართველოში სკოლების მნიშვნელოვანი რაოდენობა უზრუნველყოფს უმცირესობათა ენებზე სწავლების პროცესს. აღნიშნული პროგრესის მიუხედავად, აღსანიშნავია რომ არსებული სასკოლო სახელმძღვანელოები საჭიროებენ განახლება-გაუმჯობესებას ხოლო უმეტეს ეროვნულ უმცირესობების ენაზე საგანმანათლებლო რესურსის არარსებობის გამო საჭიროა ახალი სახელმძღვანელოების შემუშავებაც. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად, ივანე ჯავახიშვილი სახელობის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, განახლდა ბერძნული სასკოლო სახელმძღვანელოების ხუთი ტომი და დაფინანსდა ასევე თანამედროვე ბერძნულ-ქართული ლექსიკონის გამოცემა.

2017 წლის 19 მარტს, განახლებული სახელმძღვანელოები და ლექსიკონი გადაეცა თბილისის პირველი კლასიკურ გიმნაზიის დირექტორს - ქ-ნ თამარ კაპანაძეს და ამავე გიმნაზიის მოწაფეებს. საქართველოს განათლების სამინსიტროსა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - ქ-ნმა სოფიო შამანიდმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ აღნიშნულ ღონისძიებას, დადებითად შეაფასეს აღნიშული აქტივობა და შემდგომი თანამშრომლობისათვის მზაობა გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა „ბერძნული ენა ქართულ სკოლებში“ საბერძნეთის საელჩოსა და  ჯავახიშვილი სახელობის უნივერსიტეტის ინიციატივით 1997 წლიდან ფუნქციონირებს და დღეს-დღეისობით საქართველოს მასშტაბით 15 საჯარო სკოლაში ისწავლება ბერძნული ენა.

 ღონისძიება განხორციელდა ევროპის კავშირისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“  ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge