საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი კეთილსინდისიერებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

15-16 ნოემბერი 2022

ევროპის საბჭომ, საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუსი) თანამშრომლობით, 15-16 ნოემბერს ჩაატარა მე-6 და მე-7 ცნობიერების ამაღლების შეხვედრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისათვის...

Read More

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარების დეკლარაციების მონიტორინგის საქართველოში არსებული სისტემის შემდგომი გაუმჯობესება

13 ოქტომბერი, 2022 თბილისი, საქართველო

ევროპის საბჭომ, საჯარო სამსახურის ბიუროსთან (ბიურო) თანამშრომლობით, თბილისში გამართა სამუშაო შეხვედრა „ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საუკეთესო პრაქტიკა“. PGG II აგრძელებს ბიუროს მხარდაჭერას ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისტემის მონიტორინგის არსებული სისტემის გაუმჯობესების...

Read More

საქართველოში შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები მზად არიან დაიწყონ ახალ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა

10-12 ოქტომბერი 2022

ევროპის საბჭომ, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოსთან თანამშრომლობით, გამართა სამდღიანი ტრენინგი „ეროვნული ანტი-კორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება და იმპლემენტაცია“, რომელიც მიზნად ისახავდა მხარი დაუჭიროს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს იმ ცოდნისა და პროფესიული...

Read More

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გაეცნენ ეკონომიკური დანაშაულების სასამართლოში განხილვის შესახებ პრაქტიკას

6-7 ოქტომბერი 2022 წინანდალი, საქართველო

ევროპის საბჭომ, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშროლობით, 2022 წლის 6-7 ოქტომბერს წინანდალში გამართა სამუშაო შეხვედრა „ფულის გათეთრებისა და სხვა ეკონომიკური დანაშაულების სასამართლოში განხილვის საუკეთესო პრაქტიკა“. ღონისძიება გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის...

Read More

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ გაიუმჯობესა ცოდნა ეროვნულ დონეზე მიზნობრივი ფინანსური სანქციების გამოყენების მიმართულებით

3-5 ოქტომბერი 2022

ევროპის საბჭომ, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გამართა სამდღიანი ტრენინგი „მიზნობრივი ფინანსური სანქციების ეფექტური გამოყენება“. შეხვედრა განკუთვნილი იყო იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების...

Read More

იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცნობიერება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

23 სექტემბერი 2022

ევროპის საბჭომ, საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუსი) თანამშრომლობით, იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებისათვის 2022 წლის 23 სექტემბერს ქუთაისში გამართა მორიგი ცნობიერების ამაღლების შეხვედრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ღონისძიება ჩატარდა...

Read More

სადაზღვევო სექტორი და საქართველოს ფინანსური დაზვერვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამისობის გაზრდის მიზნით

23-24 ივნისი 2022 ჰიბრიდული ტრენინგი, თბილისი

ევროპის საბჭომ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხვედველობის სამსახურთან თანამშრომლობით, სადაზღვევო სექტორისათვის გამართა ორ-დღიანი ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) ნორმებთან შესაბამისობა. ტრენინგი წარმოადგენს იმ...

Read More

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაიუმჯობესეს პროფესიული უნარები იურიდიული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით

2-3 ივნისი 2022

ევროპის საბჭომ 2-3 ივნისს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის გამართა ჰიბრიდული ტრენინგი „იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო...

Read More

ბუღალტრებმა, აუდიტორებმა, ზედამხედველობის განმახორციელებელმა ინსტიტუტმა და ფინანსური დაზვერვის სამსახურმა განიხილა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამისობა და თანამშრომლობა

27 და 29 აპრილი, 2022 ონლაინ ტრენინგები

ევროპის საბჭომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობით აუდიტორებისა და ბუღალტრებისთვის ჩაატარა ორი ონლაინ ტრენინგი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) შესაბამისობა“. ტრენინგები ნაწილია იმ აქტივობის, რომელიც...

Read More

კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცნობიერება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

14-15 აპრილი, 2022

ევროპის საბჭომ საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის გამართა ცნობიერების ამაღლების შეხვედრები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ღონისძიება ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული...

Read More

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განისაზღვრა საქართველოში ქონებრივი დეკლარაციების სფეროში არსებული პრიორიტეტები და გამოწვევები

29 მარტი, 2022

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობამ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრის დროს განიხილა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ეფექტური იმპლემენტაციის საკითხები, მათ შორის დეკლარაციების წარდგენის შედარებითი პრაქტიკა და წარდგენის ალტერნატიული კრიტერიუმები, ასევე ქონებრივი დეკლარაციების...

Read More

პროკურორებმა და გამომძიებლებმა აიმაღლეს ცოდნა კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ინფორმაციის შეგროვების შესახებ

14-15 დეკემბერი, 2021

ევროპის საბჭომ, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით და ევროპის საბჭოს ექსპერტების დისტანციური მონაწილეობით, ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი „ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ინფორმაციის შეგროვება“. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,...

Read More

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაიზიარეს ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ საუკეთესო პრაქტიკა

20-21 იანვარი, 2022 ონლაინ ღონისძიება

ევროპის საბჭოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი „ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა“. ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა „ჰიბრიდული“ ფორმატით და ევროპის საბჭოს ექსპერტების ონლაინ ჩართულობით, მონაწილეობდნენ სახელმწიფო...

Read More

სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცნობიერება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

18-19 დეკემბერი, 2021 თბილისი, საქართველო

ევროპის საბჭომ საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუსი) თანამშრომლობით სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებისათვის გამართა ცნობიერების ამაღლების შეხვედრები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ღონისძიება ჩატარდა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს...

Read More

ქართველმა ბუღალტრებმა და აუდიტორებმა განიხილეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამისობა და სექტორისათვის დამახასიათებელი რისკები

20 დეკემბერი, 2021 ონლაინ ღონისძიება

ევროპის საბჭომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან (SARAS) ერთად გამართა ონლაინ ტრენინგი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) მიმართულებით შესაბამისობა საბუღალტრო/აუდიტორული სექტორისათვის“. ღონისძიება მიზნად ისახავდა...

Read More

მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრაზე პროექტის “კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” პარტნიორები და ბენეფიციარები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე

17 ნოემებრი, 2021 ონლაინ შეხვედრა

პროექტის “კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრა გაიმართა 2021 წლის 17 ნოემბერს. პროექტი ერთ-ერთია იმ ექვსი ინიციატივიდან, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის...

Read More

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გაიუმჯობესეს ცოდნა ეკონომიკური დანაშაულების სასამართლოში განხილვის მიმართულებით

30 ივნისი, 2021 ონლაინ სემინარი

ევროპის საბჭომ საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით გამართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა „ფულის გათეთრებისა და სხვა ეკონომიკური დანაშაულების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა“. ღონისძიება გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის...

Read More

ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს ინტერესთა კონფლიქტსა და საჯარო სექტორში კორუფციული რისკების შეფასებასთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოწვევები

19-20 მაისი, 2021 ონლაინ შეხვედრა

ევროპის საბჭომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამართა ორ დღიანი ონლაინ სამუშაო შეხვედრა „კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში“. ღონისძიება მიზნად ისახავდა ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში...

Read More

საქართველოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებმა გაიარეს ტრეინინგი მათ საქმიანობაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმოჩენისა და პრევენციის მიმართულებით

3-4 ივნისი, 2021 ონლაინ ტრენინგი

ევროპის საბჭომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან თანამშრომლობით (საქართველოს ფინანსური დაზვერვის სამსახური) გამართა ორდღიანი ტრეინინგი „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში (AML/CFT) შესაბამისობა“. ღონისძიება მიზნად...

Read More

საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის თემაზე საქართველოს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების ტრენერებად მომზადება

4-5 ოქტომბერი, 2021

ევროპის საბჭოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ამავე სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენერთა ტრეინინგი „კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში“. აღნიშნული ღონისძიების მეშვეობით მომზადებული ტრენერები მომავალში ჩაატარებენ კორუფციის პრევენციის შესახებ...

Read More