Back სასამართლოს წარმომადგენლებმა გაიღრმავეს ცოდნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მონაცემთა შეგროვების შესახებ

სასამართლოს წარმომადგენლებმა გაიღრმავეს ცოდნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მონაცემთა შეგროვების შესახებ

2021 წლის 26-27 ოქტომბერსა და 7-8 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში სასამართლოების წარმომადგენლებისთვის დისკრიმინაციაზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენასა და სიძულვილის ენაზე ევროპული სტანდარტების მიხედვით მონაცემთა შეგროვების შესახებ ტრენინგები ჩაატარა.

2021 წელს ჯამში 77 სასამართლოს თანაშემწე დაესწრო ტრენინგს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე მონაცემთა შეგროვების მნიშვნელობის შესახებ. ტრენინგებს ესწრებოდნენ სასამართლოს თანაშემწეები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. ტრენინგის მოდული მოიცავდა თემებს, როგორიცაა საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს ვალდებულება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასთან და მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით; ძირითადი განმარტებები;  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მაგალითზე დაფუძნებული სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულება და დისკრიმინაციის ძირითადი ინდიკატორები. მონაწილეებმა ასევე შეამოწმეს თავიანთი თეორიული ცოდნა ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ, რომელიც პრაქტიკული მუშაობის მოდერატორი იყო.

2018 წლის სექტემბერიდან ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში. ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, სახელმძღვანელო პრინციპები და  მონაცემთა შეგროვების ფორმები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) რეკომენდაციებისა და არსებული საჭიროებების შესაბამისად. 2020 წელს  პროკურატურამ, უზენაესმა სასამართლომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ევროპის საბჭომ  სხვადასხვა ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა ჩაატარა პროცესის მხარდასაჭერად.

ამ აქტივობას მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

26-27 ოქტომბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page