Back „საპოლიციო ზომები ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღსაკვეთად: ტრენინგი პოლიციის რეაგირების შესახებ“ ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე

„საპოლიციო ზომები ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღსაკვეთად: ტრენინგი პოლიციის რეაგირების შესახებ“ ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე

ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო „საპოლიციო ზომები ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღსაკვეთად: ტრენინგი პოლიციის რეაგირების შესახებ“ ამჟამად ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. სახელმძღვანელო შექმნილია პოლიციის ტრენერების, გამომძიებლების და მენეჯერებისთვის, რათა მათ შეძლონ საჭირო უნარების განვითარება ლგბტი ადამიანების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირებისა და გამოძიებისათვის.

სახელმძღვანელოს ადაპტაცია ქართულ ენაზე უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ დახმარებით. ჯგუფის შემადგენლობა: შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი და სახალხო დამცველის აპარატი. პროცესში ჩართულები იყვნენ ასევე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენლები.

ეს აქტივობა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page