Back იუსტიციის უმაღლესი სკოლის საჭიროებათა ყოვლისმომცველი კვლევა

ევროპის საბჭო, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასათან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებს ამავე სკოლის საჭიროებათა ყოვლისმომცველ კვლევას. ამ კვლევის ეგიდით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრუქტურასა და პროცედურებში არსებული ნაკლოვანებები, სასამართლო სისტემის ტრენინგის საჭიროებები და საკომუნიკაციო პრაქტიკა იქნება გაანალიზებული. ევროპის საბჭოს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ კვლევის შედეგებს და რეკომენდაციებს უმაღლესი სკოლა თავისი საქმიანობის ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განვითარებისთვის გამოიყენებს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს უკეთ გააკეთოს რეაგირება სასამართლო სისტემის საგანმანათლებო საჭიროებებზე.

საჭიროებათა კვლევა ჩატარდება თბილისში, 2014 წლის თებერვლიდან აპრილამდე.

ეს საქმიანობა ორგანიზებულია პროექტის „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობათა გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ნიდერლანდის სამეფოს საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page