Back ქართული დელეგაცია მოსამართლეთა საფრანგეთის ეროვნული სკოლის მოდელს გაეცნო

2014 წლის 17-20 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელებისა და სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებისგან შემდგარი  დელეგაცია ეწვია მოსამართლეთა საფრანგეთის ეროვნულ სკოლას - École nationale de la magistrature (ENM). ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ფრანგულ სკოლასთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. ქართული დელეგაცია ეწვია სკოლის ოფისებს 17-18 ნოემბერს ბორდოში და 20 ნოემბერს პარიზში, რათა გაცნობოდა ცენტრის სტრუქტურას, მისიას და სამუშაო პროცედურებს, სასწავლო პროგრამების შემუშავების წესს, სასამართლო მენეჯმენტის თანამედროვე ტექნიკას და სკოლის საქმიანობის სხვა ასპექტებს.

ევროპის საბჭო იუსტიციის უმაღლეს სკოლას ხელს უწყობს  გაძლირებასა და მოდერნიზებაში, რათა  სკოლამ უკეთ დააკმაყოფილოს სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების საჭიროებები საწყისი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროცესში.

სასწავლო ვიზიტი დაფინანსდა მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ბიუჯეტიდან

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page