Back იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

2014 წლის 15 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლა უმასპინძლებს ახალი სტრატეგიისა და 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, რომელიც შემუშავებულია ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში. სტრატეგის და სამოქმედო გეგმა ეფუძნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის საჭიროებათა დეტალურ კვლევას, რომელიც განახორციელა ევროპის საბჭოსა და ქართველი ექსპერტებისაგან შემდგარმა სამმა სამუშაო ჯგუფმა. საჭიროებათა შეფასებამ მოიცვა შემდეგი სფეროები: სტრუქტურულ და პროცედურულ სფეროში არსებული საჭიროებების ანალიზი, სასწავლო კურსების შეფასება (საწყისი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სასწავლო კურსები) და სკოლის საკომუნიკაციო პროცესების ანალიზი.

2014 წლის 1 ივლისს იუსტიციის უმაღლესი სკოლის უმაღლესმა კოლექტიურმა მმართველმა ორგანომ - დამოუკიდებელმა საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა აღნიშნული დოკუმენტები. სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში დასახულია სამი სტრატეგიული მიზანი. მათში ასევე განსაზღვრულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის პრიორიტეტები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page