Back ქართული დელეგაცია გაეცნო სამოსამართლო სწავლების სისტემას ჰოლანდიაში

2014 წლის 21-23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია სასწავლო ვიზიტით ეწვია მოსამართლეებისა და პროკურორების სასწავლო ცენტრს (Studiecentrum Rechtspleging (SSR)) უტრეხტში, ჰოლანდია. ვიზიტის მიზანი იყო ჰოლანდიურ ცენტრთან საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა და მონაწილეებისთვის SSR-ის გამოცდილების გაცნობა, ცენტრის სტრუქტურის, მისიისა და სამუშაო პროცედურების, საწყისი და გადამზადების სასწავლო პროგრამების, თანამედროვე სასამართლო მენეჯმენტის ტექნიკისა და ინსტრუმენტების, სხვა საკითხების გაცნობა.

სასწავლო ვიზიტის ორგანიზება მოხდა ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობათა გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ჰოლანდიის მთავრობის ნებაყოფლობითი კონტრიბუციით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page