Back იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები ეცნობიან ევროპის საბჭოს

2014 წლის 23-24 სექტემბერს შედგა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების ვიზიტი ევროპის საბჭოს სათავო ოფისში. ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობათა გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ჰოლანდიის მთავრობის ნებაყოფლობითი კონტრიბუციით.   

ვიზიტის დროს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები გაეცნენ ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას და მოისმინეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი პრეცედენტული სამართლის (მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეების) მიმოხილვა. სასწავლო ვიზიტის მონაწილეები შეხვდნენ მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ), ადამიანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის  (GRETA), წამების აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT), ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისის, ასევე სხვა უწყებათა წარმომადგენლებს. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ქალბატონ ნონა წოწორიას, მოსამართლეს, რომელიც ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმოადგენს და განეხილათ მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ჭრილში.

სასწავლო ვიზიტის მონაწილეების დასწრნენ დიდი პალატის საქმის - რომან ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ (no. 47143/06) განხილვას.

სასწავლო ვიზიტი დაფინანსდა მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვის გენერალური დირექტორატის ბიუჯეტიდან.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page