Back ტრენერთა ტრენინგი სასამართლოს მენეჯმენტზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის

2014 წლის 12-13 ნოემბერს „მართლმსაჯულების სახლმა“ უმასპინძლა სასამართლოს მენეჯმენტზე 2-დღიან ტრენერთა ტრენინგს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის.

ტრენინგი ჩაატარეს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა გარ იენ ნგმ, რეიმონდ ჯონ ბერნინგემმა და ადგილობრივმა ექსპერტმა - მამუკა მახათაძემ.

ტრენერთა ტრენინგს წინ უძღვოდა ექსპერტების მიერ  სასწავლო კურიკულუმზე მუშაობა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის მმართველ გუნდთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა სასამართლოების მენეჯერებისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. ეს აქტივობა მიზნად ისახავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის დახმარების გაწევას თანამედროვე სასამართლოს მენეჯმენტის ტექნიკასა და ინსტრუმენტებზე ახალი სასწავლო კურიკულუმის შესამუშავებლად; ასევე სკოლის ტრენერთა უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ახალი ტრენინგ მეთოდოლოგიისა და მასალების გამოყენებისათვის. ტრენერთა ტრენინგის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შეიქმნა ტრენერთა გუნდი, რომელსაც გააჩნია ექსპერტული ცოდნა იმ თანამედროვე სასამართლოს მენეჯმენტის მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე, რაც საამართლო სისტემაში გამოიყენება.

ტრენერთა ტრენინგის დროს ყურადღება გამახვილდა შემდეგ თემებზე: ევროპული სასამართლოს მენეჯმენტის პრაქტიკა, ხარისხი და ეფექტიანობა სასამართლოს მენეჯმენტში, თანამშრომელთა ჩართულობის წახალისება, მოტივაციის მექანიზმები, სამუშაოს შესრულების მენეჯმენტი, დროისა და სტრესის მართვა და ა.შ. ტრენერთა ტრენინგის შემდგომ დაგეგმილია 2-დღიანი პილოტური ტრენინგი, რომელსაც ჩაატარებენ ექსპერტები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის 4 ტრენერი.

ამ აქტივობის ორგანიზება მოხდა ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობათა გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ჰოლანდიის მთავრობის ნებაყოფლობითი კონტრიბუციით.   

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page