Back სუიციდის პრევენციის პროგრამის შეფასება

სუიციდის პრევენციის პროგრამის შეფასება

20-22 იანვარს, საქართველოს ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტები ეწვევიან და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის ეფექტიანობას შეაფასებენ.  შეფასება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში უკვე მეორედ ტარდება.

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებს და სუიციდის პრევენციის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს შეხვდებიან. ექსპერტები სუიციდის პრევენციის თემაზე ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსაც დააკვირდებიან.

სუიციდის პრევენციის პროგრამა 2013 წლიდან სასჯელაღსრულების 12 დაწესებულებაში მიმდინარეობს და 160 ბენეფიციარი ყავს. ევროკავშირი/ევროსაბჭოს პროექტი პროგრამის განხორციელებას მხარს უჭერს სუიციდის პრევენციის თემაზე სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის მომზადებით. ტრენინგების შედეგად, ციხეებში მომუშავე 300-მდე პროფესიონალს შეუძლია სუიციდის რისკის ადრეული გამოვლენა,პრევენცია და მართვა.

შეფასების შედეგებს ექსპერტები რეკომენდაციებში ასახავენ, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროგრამის ეფექტიანობის გაზრდაში დაეხმარება.

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებში და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და იგი მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. პროგრამას აფინანსებს ევროპის კავშირი, ხოლო ახორციელებს ევროპის საბჭო.

დამატებით იხილეთ სუიციდის პრევენციის პროგრამასთან დაკავშირებით პროექტის მიერ ჩატარებული სხვა ღონისძიებები:

ციხეების მენეჯერთა ტრენინგი სუიციდის პრევენციის საკითხებზე

გრძელდება ტრენინგები სუიციდის პრევენციის თემაზე

ტრენინგი ციხეებში სუიციდის პრევენციის თემაზე

ტრენერთა ტრენინგი ციხეებში სუიციდის პრევენციის თემაზე

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page