Back პოლიციისა და სასჯელაღსრულების ტრენერები ცოდნას ადამიანის უფლებებში და წამებასა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებში იღრმავებენ

2015 წლის 12-13 იანვარს, შერჩეულ კადრებს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებიდან, როგორც მომავალ ტრენერებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საერთაშორისო სტანდარტებში ტრენინგებს უტარებს.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი მომავალ ტრენერებს იმ სტანდარტებს აცნობს, რომელსაც ევროპის საბჭოს  წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი - CPT აწესებს.

სხვა საკითხებთან ერთად, ექსპერტი ყურადღებას გაამახვილებს იმ მოვალეობებსა და როლებზე, რომელიც ციხისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების სხვადასხვა კატეგორიის თანამშრომლებს აკისრიათ წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი გარანტიების შესრულებაში.

ევროპის საბჭო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ნებისმიერი ფორმის აკრძალვას უჭერს მხარს და ეროვნულ ხელისუფლებას ამ ფენომენის აღმოფხვრაში ეხმარება. ამ მიზნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულებისა და პოლიციის თანამშრომლების კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი, რაც ნებისმიერი წარმატებული რეფორმის ძირითად ელემენტს წარმოადგენს.

ტრენერებმა უკვე გაიარეს კურსი სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის თემებზე,. აღნიშნული ტრენინგების ციკლის დასრულების შემდეგ, მომავალი ტრენერები მზად იქნებიან თავიანთი ცოდნა გადასცენ კოლეგებს ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

ტრენინგი ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის  „ადამიანის უფლებები ციხეებში და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ტარდება. პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და იგი მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page