Back ონლაინ ტრენინგი ახლად შექმნილი პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეების სამმართველოსთვის

ონლაინ ტრენინგი ახლად შექმნილი პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეების სამმართველოსთვის

22-24 და 27 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილი პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეების სამმართველოსთვის ონლაინ ტრენინგ სესიები გაიმართა. 

სესეიები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა ბავშვთა უფლებებისა და არასრულწოლვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური და იურიდიული ასპექტები, ვიქტიმიზაცია, სექსუალური შევიწროება, ბავშვთა მიმართ ძალადობა და ინტერვიუირების ტექნიკები. ასევე, ხელახალი ვიქტიმიზაციის დროს ადამინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიღებული შედეგები და ზიანის თავიდან აცილების მეთოდოლოგია. 

ევროპის საბჭო გააგრძელებს დეპარტამენტის მხარდაჭერას სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების განხორციელებით. 

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა,არასთანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესება.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

თბილისი, საქართველო 27 აპრილი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page