Back მოწმისა და დაზარალებულის კორდინატორების ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში

მოწმისა და დაზარალებულის კორდინატორების ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში

ჩატარდა ტრენინგების სერია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოწმისა და დაზარალებულის სამსახურის ახლად დანიშნული რეგიონული კოორდინატორებისათვის. 
სასწავლო პროგრამა მოიცავდა საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებულ ფსიქოლოგიურ და იურიდიულ ასპექტებს. განხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრინციპები, მათ შორის სქესობრივი დანაშაულები, ბავშვთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა გამოკითხვის ტექნიკები, პირველადი და მეორადი ვიქტიმიზაცია, როგორც ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და თვითდაზიანების პრევენციის მეთოდოლოგია.

 ასევე, კოორდინატორებმა მიიღეს ინფორმაცია საგამოძიებო პროცედურების დროს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე. 

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან  მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და  სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების  გაუმჯობესება. 

 ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!
 

24-26 May 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page