Back საქართველო დისკრიმინაციის წინააღმდეგ

2014 წლის 3 დეკემბერს გაიმართება კონფერენცია დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების შესახებ.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან: ევროპის საბჭო, ევროკავშირი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტი „მართმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამა“ (EWMI/JILEP), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ამერიკის იურისტთა  ასოციაცია  კანონის უზენაესობის ინიციატივა(ABA ROLI) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.

კონფერენციას გახსნიან: კატერინა ბოლონეზე - ევროპის საბჭოსოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ევა პასტრანა - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების ადგილობრივი კოორდინატორი და ევროკავშირის საკონტაქტო ოფიცერი ადამიანის უფლებების საკითხებში, შომბი შარპი - გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეთი ხუციშვილი- ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ხელმძღვანელი, ქ-ნი დენიელ რეიფი, აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი და მამუკა მამაცაშვილი სამხარეო დირექტორის მოადგილე, ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა საქართველო .

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, სახალხო დამცველის, საკონსტიტუციო სასამართლოს და წამყვანი არასამთავრობო ორგნიზაციების წარმომადგენლები.

მონაწილეები იმსჯელებენ 2014 წელს საქართველოში მიღებულ კანონზე ანტი-დისკრიმინაციის შესახებ, საკანონმდებლო გამოწვევებზე და კანონოს აღსრულების მექანიზმებზე. ხოლო კონფერენციაზე მიწვეული საერთაშორისო ექსპერტები ისაუბრებენ ევროპის ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკაზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებში.

ჟურნალისტებს ვიწვევთ კონფერენციის გახსნაზე დასასწრებად:

ოთხშაბათი, 3 დეკემბერი 2014, 09:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“, თბილისი

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოფო ჭიჭინაძე,გაეროს განვითარების პროგრამა, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

ანა ტოკლიკიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“,  Anuka@osgf, 595 221 999

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page