Back თემატური სემინარი „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცედურები"

2015 წლის 15-16 მაისს, ევროპის საბჭომ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად გამართა სემინარი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცედურები". ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონალური პროექტის ფარგლებში - „ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესალებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“.

თემატურ სემინარზე მოწვეული იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  65 ადვოკატი, ამ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების 15  წარმომადგენელი და იურიდიული ფაკულტეტის 10 სტუდენტი.

სემინარის მონაწილეები ჩაერთვნენ სასამართლო საქმეების განხილვაში, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურების შესახებ მონაწილეების ცოდნის ამაღლებას.

 სემინარი ჩაატარეს ექსპერტმა ადამიანის უფლებებათა საკითხებში - ბესარიონ ბოხაშვილმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა - ნათია ჯაფარიძემ.

სემინარი ჩატარდა საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page