Back სემინარი სოციალურ უფლებებზე

2014 წლის 7 ნოემბერს, ევროპის საბჭო მართავს სემინარს თემაზე - ევროპის შესწორებული სოციალური ქარტია და საქართველოში ამ ქარტიის შესრულებაზე მონიტორინგის მექანიზმები.

ღონისძიება ტარდება ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი რეგიონალური პროექტის ფარგლებში - „ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში.

სემინარს გახსნიან ალესანდრო სავარისი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე და ევა პასტრანა, საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის პროგრამების მენეჯერი.

თემატურ სემინარზე მოწვეული არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატები და პროფესიული კავშირებისა და ამ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სემინარს ჩაატარებენ ევროპის საბჭოს გამოცდილი უცხოელი ექსპერტები.

 

ჟურნალისტები მოწვეულნი არიან:

პარასკევს, 7 ნოემბერს, 10 საათზე, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზირი, 25)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

თინათინ უფლისაშვილს, ელ. ფოსტაზე Tinatin.uplisashvili@coe.int ან დარეკეთ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისში, ნომერზე - 2 913870

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page