Back მედიის წინაშე ომის დროს არსებული გამოწვევები განიხილეს ევროპის საბჭოს რეგიონულ კონფერენციაზე „მედია ომის დროს“

მედიის წინაშე ომის დროს არსებული გამოწვევები განიხილეს ევროპის საბჭოს რეგიონულ კონფერენციაზე „მედია ომის დროს“

2022 წლის 12 და 13 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოში, გაიმართა ევროპის საბჭოს ორდღიანი რეგიონული კონფერენცია „მედია ომის დროს“. კონფერენციას 200-მდე ონლაინ და ფიზიკურად დამსწრე მონაწილე ჰყავდა.

კონფერენციას ესწრებოდნენ 200-მდე (ონლაინ და ფიზიკურად დამსწრე) მედიის სფეროში მოღვაწე პირები და ჟურნალისტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), აგრეთვე ევროპის საბჭოს ექსპერტებმა.

კონფერენციამ შექმნა ერთგვარი პლატფორმა ხუთივე ქვეყნის მედიის სფეროში მოღვაწე პირებისთვის, რომ განეხილათ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომით გამოწვეული საერთო გამოწვევები. კონფერენციამ ასევე შესაძლებელი გახადა, რომ მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაკავშირებოდნენ და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის საკუთარი გამოცდილება. 

კონფერენცია მოიცავდა ხუთ პანელურ დისკუსიას, რომლებიც ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს მედიის წინაშე არსებულ ძირითადი გამოწვევებს, კერძოდ:

  • ჟურნალისტების უსაფრთხოება ომის დროს: შესრულებადი თუ შეუსრულებელი მისია?
  • დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა
  • სიძულვილის ენა მედიაში: როგორ გაამძაფრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ მედიის სფეროში უკვე არსებული გამოწვევები და რაში მდგომარეობს აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების გზები
  • მედიის რეგულირება ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს
  • კონფლიქტის მედიაგაშუქება, კერძოდ, ომის თემატიკაზე რეპორტაჟის მომზადება.

ამასთანავე, ცალკე პანელური დისკუსია დაეთმო უკრაინას, სადაც უკრაინის მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ დამსწრე საზოგადოებისათვის იმის თაობაზე, თუ როგორი ტრანსფორმაცია განიცადა  უკრაინულმა მედიამ 2022 წლის თებერვლის შემდეგ და რა სახის გამოწვევების წინაშე დგანან ისინი დღეს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი დამატებითი ღონისძიება: ფოტოგამოფენა „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ჟურნალისტური საქმიანობა“ და დოკუმენტური ფილმის ჩვენება MARIUPOLIS 2 - Festival de Cannes (festival-cannes.com) ომის დროს ჟურნალისტების მუშაობის შესახებ, რომელიც, 2022 წლის მაისში, წარდგენილ იქნა კანის კინოფესტივალზე.

კონფერენცია ჩატარდა ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში, რომლებიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და უკრაინაში. თანამშრომლობის პროგრამებსა და ტექნიკური დახმარების ღონისძიებებს, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის სფეროში, უზრუნველყოფს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატი, კერძდ, საინფორმაციო საზოგადოების დეპარტამენტი.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page