ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე რეაგირება საქართველოში, ფაზა 1
პროექტის მიზანია ხელისუფლების წარმომადგენლების და პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდა იმისათთვის, რომ უკეთ მოახდინონ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობისგან და ძალადობის სხვა ფორმებისგან დაცვა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვა საქართველოში. პროექტის მეშვეობით გაუმჯობესდება ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფოს რეაგირება და დაიხვეწება ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში.
2014 წელს საქართველომ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის ევროპის საბჭოს ე.წ. ლანზაროტეს კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა. ლანზაროტის კონვენცია არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც მიმართულია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის, სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და პრევენციისკენ და დამნაშავეთა დასჯისკენ. აღნიშნული კონვენცია სახელმწიფოსგან მოითხოვს ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი ყველა სახის სექსუალური შეურაცხყოფის კრიმინალიზაციას და კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკური ზომების მიღებას რათა მოხდეს სექსუალური ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და დამნაშავეთა დასჯა.
ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით (2010), ეხმიანება, მხარს უჭერს და აძლიერებს არაერთ უნივერსალურ და ევროპულ სტნდარტს. სახელმძღვანელო, საერთაშორისოდ შემუშავებულ სტანდარტებს აძლევს ერთგვარ რეგიონალურ განზომილებას, კერძოდ, გაეროს კონვენციას ბავშვთა უფლებებზე (1989) და გაეროს სახელმძღვანელოს მართლმსაჯულებაზე იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ბავშვი ჩართულია როგორც მსხვერპლი ან დანაშაულის მოწმე (2005). აღნიშნული სახელმძღვანელო ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს იურისპრუდენციას, რომლის გადაწყვეტილებებიც იურიდიულად მბოჭავია.
მოსალოდნელი შედეგები
- საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩო ჰარმონიზებულია ევროპის საბჭოს სტანდარტებთან, სახელმძღვანელოსთან და რეკომენდაციებთან;
- ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ძალადობაზე საქართველოში არსებული ცოდნა გაუმჯობესებულია;
- მთავარი მოქმედი მხარეების ცოდნა გაღრმავებულია ლანზაროტის კონვენციაზე, ამასთან გაზრდილია მათი ვალდებულება ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციის წანააღმდეგ ბრძოლასა და ძალადობაზე საქართველოში;
- გაძლიერებულია ბავშვების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეების და პროფესიონალების შესაძლებლობები.
პროექტის ღონისძიებები დაგეგმილია გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით, მათგან პირველი ფაზის მთავარი ღონისძიებები (თებერვალი-ოქტომბერი 2018) მოიცავს შემდეგს:
- ლანზაროტის კომიტეტის პირველი მონიტორინგის შედეგების შეფასება ეროვნულ დონეზე დაინტერესებული მხარეების მიერ, რაც მოიცავს ნდობის წრეში ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვას;
- HELPის ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების კურსის ადაპტაცია, და დისტანციური სწავლების კურსი პროკურორებისთვის და იურისტებისთვის;
- ტექნიკური დახმარების გზით, საკონონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოს გადახედვის მხარდაჭერა;
- ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღდეგ ბრძოლასა და ძალადობის თემაზე ცნობიერების ამაღლებისთვის შესაბამისის მასალების მომზადება და პუბლიკაცია.
პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2016-2019) ფარგლებში, ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების დეპარტამენტის მიერ.
ლანზაროტის კონვენცია
- ლანზატორის კონვენცია
- ლანზაროტის კომიტეტის განხორციელების პირველი ანგარიში ნდობის წრეში ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის შესახებ: ჩარჩო (2015)
- ლანზაროტის კომიტეტის განხორციელების მეორე ანგარიში ნდობის წრეში ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვა: სტრატეგიები (2018)
სტრატეგია და სახელმძღვანელოები
- ევროპის საბჭოს სტრატეგია ბავშვთა უფლებებზე
- ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ
- ევროპის საბჭოს პოლიტიკური სახელმძღვანელო ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ინტეგრირებული ეროვნული სტრატეგიების შესახებ
მასალები ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის
- კიკო და ხელი (მშობლებისთვის და ბავშვებისთვის 3-დან 7 წლამდე)
დაახლოებით 5-დან 1 ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. შენ შეგიძლია შენი ბავშვი დაიცვა ამისგან. ასწავლე შენ შვლის „ქვედა საცვალის წესი“.
- ვიდეო
- ბავშვების წიგნი
- მშობლების სახელმძღვანელო
- უთხარი ვისაც ენდობი (მშობლებისთვის და 9-12 წლის ბავშვებისთვის)
- ვიდეო
- ბროშურა
- აღზრდა ელექტრონულ სამყაროში
- ბროშურა
- ელექტრონული ვიდეო სახელმძღვანელოები:
- ბავშვთა დაცვა ელექტრონულად
- ბავშვთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაცია
- თავად შექმნილი სექსუალურად თვალსაჩინო ფოტოები და სხვა მასალები ბავშვების ჩართულობით
- სექსუალური ენით ლაპარაკი
- გრუმინგი (Grooming)
- შურისძიების მიზნით გამოყენებული სექსუალური ხასიათის ფოტოები (შურისძიების პორნოგრაფია)
- დაიწყე ლაპარაკი: ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სპორტში
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
ბავშვთა დაცვის რეფერირების მექანიზმი
- შინაგან საქმეთა სამინისტრო
- საქართველოს მთავარი პროკურატურა
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია