მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში (SMIP-GE)
მედიის, ინტერნეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარემოს გაუმჯობესება საქართველოში, ერთი მხრივ, კანონმდებლობისა და პოლიტიკის დახვეწით, მეორე მხრივ შესაბამისი ორგანიზაციების ქმედუნარიანობის გაძლიერებით.
პროექტის ფოკუსი იქნება:
- ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული და ეთიკური წესების დაცვა;
- მედიის რეგულირებისა და თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერება;
- ინტერნეტ მმართველობის სფეროში ჩართულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საერთაშორისო სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლება;
- შესაბამისი უწყებების გაძლიერება ჟურნალისტების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად;
- ინკლუზიური და ინფორმირებული საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობა აუდიოვიზუალური მომსახურებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროებში;
- ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მხარდაჭერა.
პროექტის ხანგრძლივობაა 1 თებერვალი 2021 – 31 დეკემბერი 2023.
პროექტის ბიუჯეტია 481 000 ევრო.
პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოში 2020-2023 ფარგლებში. სამოქმედო გეგმის დონორები არიან ევროკავშირი, ადამიანის უფლებათა ნდობის ფონდი* (Human Rights Trust Fund), ავსტრია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, შვედეთი და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდი (Fund to End Violence Against Children (EVAC))
*ადამიანის უფლებათა ნდობის ფონდი აერთიანებს 7 დონორს - ფინეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო.
კომუნიკაციების კომისია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
იუსტიციის სამინისტრო
სახალხო დამცველი
პირველადი ექსპერტული მოსაზრება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების სამ ძირითად ასპექტზე