პროექტის შესახებ

პროექტი ’’ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება’’ ხორციელდება ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის მიერ და დაფუძნებულია წინა პროექტის ’’ნარკოტიკების პრევენციის მხარდაჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალისთვის საქართველოში’’ შედეგებსა და მიღწევებზე. პროექტი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლებისთვის საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას და ტექნიკურ მხარდაჭერას. 2021-2026 წლების ნარკოტიკების პრევენციის ეროვნული სტრატეგიის ამოცანებისა და მიზნების კონკრეტულ აქტივობებად ქცევისათვის, პროექტი მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეთოდებსა და პრევენციის მიზნობრივ პროგრამების დანერგვასს შეუწყობს ხელს.

პომპიდუ ჯგუფს, როგორც ევროპის საბჭოს ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო პლატფორმას, საქართველო 2020 წლის მაისში შეუერთდა. პომპიდუ ჯგუფს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ნარკოპოლიტიკის სფეროში მოღვაწე ქართველ სპეციალისტებს გაუზიაროს გამოცდილების ფართო სპექტრი და მიაწოდოს რეკომენდაციები ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის  ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაქცევად.  პროექტის მეორე ფაზაში, პომპიდუ ჯგუფი გააფართოებს თანამშრომლობას ნარკოტიკების პრევენციის სფეროში მომუშავე წამყვან აქტორებთან, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, პრევენციის სპეციალისტებთან და მშობლებთან.

 პროექტის ბიუჯეტი: 600 000 ევრო 

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივლისი 2024 - 30 ივნისი 2026

მეთოდოლოგია

პროექტის შედეგები მიიღწევა სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის: რესურს მასალების (სახელმძღვანელოების) შემუშავება და გამოქვეყნება სპეციალისტებისთვის, მშობლების საკითხავი მასალა და გზამკვლევები, ტრენინგ-მოდულები და ტრენერთა ტრენინგი პროექტის საბოლოო ბენეფიციარებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის, წინა ფაზაში შემუშავებული პროგრამების შეფასება მათი შემდგომი დანერგვის მიზნით ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე, სარეაბილიტაციო და ზრუნვის ინტერვენციების განვითარება, კასკადური ტრენინგების ორგანიზება ნარკოტიკების პრევენციის, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური ტრამვის საკითხებეზე, რაც დაკავშირებულია ნივთიერებების მოხმარებასთან და მოხმარებით გამოწვეულ ადიქციასთან, საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე რეკომენდაციების და სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

პარტნიორები:  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ნარკოპოლიტიკის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ნარკოტიკების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობის, შრომის და სოციალურ საკითხთა სამინისტრო, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, სპეციალური პენიტენციური სამსახური, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, საგამანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახური, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

საბოლოო ბენეფიციარები:   ბავშვები, მოზარდები, რომლებსაც აქვთ ნივთიერებათა მოხმარების რისკი ან დამოკიდებულება, მშობლები.

პროექტის მიზნები

პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს ნარკოტიკების პრევენციის დარგში მომუშავე წამყვანი აქტორებისა და ინსტიტუტების გაძლიერებაში, მათი როლის მეტად გამოკვეთისა და პრევენციის რგოლში მათი გაძლიერების გზით. შესაბამისად, პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს შესაბამისი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას. პომპიდუ ჯგუფის სხვა წევრი სახელმწიფოების საერთაშორისო ექსპერტიზისა და გამოცდილების გაზიარებით, ის ასევე ხელს შეუწყობს ადრე შემუშავებული პროგრამებისა და ინტერვენციების შეფასებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მათი შემდგომი დანერგვის და მოცვის გაზრდის მიზნით. პროექტში გათვალისწინებული ყველა აქტივობა ნაკარნახები იქნება 2021-2026 წლების ნარკოტიკების პრევენციის ეროვნული სტრატეგიით და ხელს შეუწყობს ამავე სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

გამოგვყევით

  


 

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge