პროექტის შესახებ

პროექტი ესწრაფვის, განაგრძოს ქვეყნის მხარდაჭერა ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა თუ ინსტრუმენტების დასამკვიდრებლად მართლმსაჯულების სფეროში, ასევე, მეტად განავითაროს ამ სფეროს პროფესიონალთა შესაძლებლობები, რათა მათ ეს სტანდარტები და ინსტრუმენტები სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენონ: სასამართლო სისტემის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, სასამართლოს ადმინისტრირების მოდერნიზაციისათვის, მათ შორის, კიბერმართლმსაჯულების ინსტრუმენტთა დანერგვის გზით. ამასთან, უწყვეტად გააუმჯობესონ სასამართლოს სერვისები პროფესიონალებსა და საზოგადოებას შორის დიალოგით.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის - მესამე ფაზის ფარგლებში, 2023 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში. იგი, მართლმსაჯულების გაძლიერების სფეროში ამავე პროგრამის პირველი და მეორე ფაზებისას მიღწეულ შედეგებს დაეყრდნობა (I ფაზა: 2015-2018; II ფაზა 2019-2023).

 პროექტის ბიუჯეტი: 800 000 ევრო

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტია 19,3 მილიონი ევრო. 80% დაფინანსებულია ევროკავშირის და 20% ევროპის საბჭოს მიერ.

 პროექტის ხანგრძლივობა: 2023 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე

პროექტის მიზნები

  • საქართველოში მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, კერძოდ კი, საქმეთა ნაშთისა და სამართალწარმოების გაჭიანურების შემცირებას.
  • დაეხმაროს სასამართლოს სერვისების გაუმჯობესებას, სამართლის პროფესიონალებსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გზით.
  • ხელი შეუწყოს მოსამართლეთა მხრიდან საქმეების მედიაციისათვის გადაცემის ზრდას, სამედიაციო საქმეებზე სტატისტიკის უკეთ შეგროვებას CEPEJ-ის მედიაციის განვითარების გზამკვლევზე დაფუძნებით.  

მეთოდოლოგია

სხვადასხვა ტიპის მოქმედებათა კომბინაციით, რომელთა შორისაა კონტექსტზე მორგებული პოლიტიკის განხორციელება, აქტივობები შესაძლებლობათა გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • საერთო სასამართლოები
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი
  • მედიატორთა ასოციაცია

მოსალოდნელი შედეგები

  • სასამართლოები დანერგავენ ხარისხისა და ეფექტიანობის სტანდარტებსა და ინსტრუმენტებს
  • გაუმჯობესდება ეფექტიანი და ხარისხიანი სასამართლო სერვისების მოქალაქეებისათვის მიწოდება
  • ქოუჩინგის პროგრამა სასამართლოებში შექმნის კარგ პლატფორმას სასამართლოს მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად და პრაქტიკული ზომები გავრცელდება ყველა სასამართლოში
  • სასამართლოს მუშაობა გაძლიერდება სასამართლოს გაუმჯობესებული მენეჯმენტის მეშვეობით
  • მედიაციისადმი მიმართვიანობა მოიმატებს.

როგორ მივიღოთ მეტი ინფორმაცია?

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ), ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დეპარტამენტი (DG I)

პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის
ვებგვერდი: http://partnership-governance-eu.coe.int/ 
ელფოსტა: dpc_pgg@coe.int

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
ვებგვერდი: Council of Europe Office inTbilisi (coe.int)
ელფოსტა: informtbilisi@coe.int

პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG) არის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კარგი მმართველობის გასაძლიერებლად.

PGG უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას მათი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, ის მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშინაო რეფორმებს მართლმსაჯულების გაძლიერების, ეკონომიკური დანაშაულისადმი წინააღმდეგობის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის, ქალების მიერ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. PGG მხარს უჭერს საქართველოს ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგში, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge