ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ მიზანია ასოციაციის მმართველი რგოლისა და ინდივიდუალური ადვოკატების შესაძლებლობების გაზრდით ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტი დამატებით ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

პროექტის შესახებ
პროექტის პარტნიორები
პროექტი თანამშრომლობს მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დონორ ორგანიზაციებთან.
პროექტის სიახლენი

Back საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის მონაწილეობით, ორგანიზება გაუწია ადვოკატების საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის განხილვას.

შეხვედრის მიზანი იყო ცვლილებების პაკეტში არსებულ ფორმულირებებზე შეთანხმება ასოციაციის ახლადარჩეული აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრების ჩართულობით. ასოციაციის ახალი მმართველი ორგანოების არჩევა 2021 წლის დეკემბერში მოხდა, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კი პარლამენტში 2021 წლის სექტემბერში გაიგზავნა.

ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, გაიმართება დისკუსია საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებთ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის და ადვოკატთა ასოციაციის მონაწილეობით. შემუშავებული ცვლილებები მოიცავს კანონს ადვოკატთა შესახებ, სამოქალაქო საპორცესო კოდექსს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, კანონს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, ასევე კანონებს სახელმწიფო ბაჟისა და ნოტარიატის შესახებ.

პროექტი „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ხორციელდება ნორვეგიის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტეინისა და ლატვიის მხარდაჭერით.

12-13 მაისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge