ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ მიზანია ასოციაციის მმართველი რგოლისა და ინდივიდუალური ადვოკატების შესაძლებლობების გაზრდით ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტი დამატებით ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

პროექტის შესახებ
პროექტის პარტნიორები
პროექტი თანამშრომლობს მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დონორ ორგანიზაციებთან.
პროექტის სიახლენი

Back ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ განხორციელებული კვლევის განხილვა

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ განხორციელებული კვლევის განხილვა

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში ორგანიზება გაუწია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის კვლევის შედეგების განხილვას, რომელიც ევროპის საბჭოს ექსპერტებმა განახორციელეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის მენეჯმენტი და აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო გამოცდებთან დაკავშირებული იმ ორგანიზაციული და შინაარსობრივი ხასიათის საკითხების შეთანხმება, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებმა განიხილეს ექპსერტების მიგნებები და რეკომენდაციები. განხილულ საკითხებს შორის იყო შედეგების გასაჩივრების სისტემა, ტესტების სირთულის ხარისხი და გამოცდის ალტერნატიული გეოგრაფიული ლოკაციის დამატების შესაძლებლობა წვდომის გამარტივებისთვის. ასოციაციის წარმომადგენლებმა შეაჯამეს გამოვლენილი საკითხები და შეიმუშავეს 2022 წლისთვის განსახორციელებელი ცვლილებების სია.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საკვალიფიკაციო გამოცდას ატარებს წელიწადში ორჯერ, მის პროცედურას და პროგრამას ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. გამოცდები ტარდება სამოქალაქო, სისხლის და საერთო სპეციალიზაციით. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ყველა პირს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და ჩაირიცხებიან ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამაში, რომლის დასრულების შემდეგაც ენიჭებათ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ლატვიის, ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდის მხარდაჭერით.

 

30-31 ოქტომბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge