ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ მიზანია ასოციაციის მმართველი რგოლისა და ინდივიდუალური ადვოკატების შესაძლებლობების გაზრდით ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტი დამატებით ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

პროექტის შესახებ
პროექტის პარტნიორები
პროექტი თანამშრომლობს მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დონორ ორგანიზაციებთან.
პროექტის სიახლენი

Back საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების ეფექტიანობის შესახებ განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების ეფექტიანობის შესახებ განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში ორგანიზება გაუწია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების ოპერირების შესახებ განხორციელებულ კვლევას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადვოკატები, ასოციაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, ასოციაციის მენეჯმენტი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი.

აღნიშნული კვლევა და შემდგომი რეკომენდაციები შეიმუშავა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, რომელმაც დისტანციურად მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში, წარმოადგინა დოკუმენტი და უპასუხა შეკითხვებს. შრომითი უფლებებისა და სისხლის სამართლის კომიტეტების თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათი კომიტეტების საქმიანობის შესახებ.

ევროპის საბჭოს კვლევა მიმოიხილავს კომიტეტების წევრთა შერჩევის, მათი ფუნქციონირების, პასუხისმგებლობის, საქმიანობის შეფასებისა და ანგარიშგების სისტემებს. 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების შემდგომ, 2022 წლის დასაწყისში მოხდება კომიტეტების ახალი შემადგენლობით ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს პროექტის ერთ-ერთი მიზნის განხორციელებას, მოხდეს ახალი ნორმატიული ჩარჩოს და მართვის სისტემის ჩამოყალიბება მიმდინარე წლის ბოლომდე.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ლატვიის, ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდის მხარდაჭერით.

22 ოქტომბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge