პროექტის მიზანი

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ევროპის სტანდარტების შესაბამისად განვითარება საქართველოში

როგორ იმუშავებს პროექტი?
  • მჭიდრო თანამშრომლობით ეროვნულ პარტნიორებთან;
  • სამართლებრივი ექსპერტიზის მიწოდებით, ერთობლივი მუშაობით ევროპის საბჭოს საკონსულტაციო და საექსპერტო ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებთან და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარებით;
  • ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული მიდგომით.
რის მიღწევას ვცდილობთ?
  • სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესება;
  • სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების, შეფასებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების მიზნით მართლმსაჯულების სექტორის ანალიტიკური და მეთოდოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესება;
  • სისხლის სამართლის საკითხებში გაუმჯობესებული საერთაშორისო თანამშრომლობა.
რამდენია პროექტის ბიუჯეტი?
  • პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 510.000 ევროს
  • 80% დაფინანსებული ევროკავშირის და 20% ევროპის საბჭოს მიერ. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ
ვინ არის პასუხისმგებელი პროექტზე?

თანამშრომლობის პროგრამების სამმართველო, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატი, ევროპის საბჭო

პროექტის ხანგრძლივობა
პროექტი გრძელდება 2019 წლის 1 იანვრიდან - 2022 წლის 31 აგვისტომდე
პროექტის საკონტაქტო პირი

გიორგი გიორგაძე, პროექტის უფროსი ოფიცერი