ევროპის საბჭო - ვინ ვართ ჩვენ

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა გახდა. მას შემდეგ, თანამშრომლობის მთავარი მიზანია ქვეყნის მხარდაჭერა ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული და სხვა კონკრეტული ვალდებულებების შესრულებაში, რაც ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.

 წაიკითხეთ მეტი ევროპის საბჭოს შესახებ

ევროპის საბჭოს სტრუქტურა 

გაეცანით ევროპისა საბჭოს ინსტიტუტებს

ისტორია
მიღწევები

როგორ განგვასხვავოთ

ევროპის საბჭო
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს სტრასბურგში. ორგანიზაცია აერთიანებს 46 წევრ ქვეყანას. ის დაფუძნდა ევროპაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით..

ევროპული საბჭო
ევროკავშირის ინსტიტუცია, რომელიც შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურებისგან, ევროკომისიის თავმჯდომარის ჩათვლით. ეს ორგანო გეგმავს ევროკავშირის პოლიტიკას.

ევროპის კავშირი
ევროკავშირში ამჯერად 27 წევრი ქვეყანაა, რომლებმაც საკუთარი სუვერენობის ნაწილი ამ ორგანიზაციას დაუქვემდებარეს. ამრიგად, საერთო ინტერესის მქონე ზოგიერთ საკითხზე ეს ქვეყნები გადაწყვეტილებებს ერთად, ევროპულ დონეზე იღებენ დემოკრატიული პრინციპების დაცვით. ევროპის საბჭოში გაწევრიანების გარეშე  ჯერ არცერთი ქვეყანა არ გამხდარა ევროკავშირის წევრი.


საქართველოს პორტალი ევროპის საბჭოს ვებგვერდზე

 იხილეთ საქართველოსა და ევრიპის საბჭოს თანამშრომლობის შესახებ ინფომაცია

Conseil de l'Europe - site web en français

Le Conseil de l’Europe est la principale organisation de défense des droits de l’homme du continent. Il comprend 46 États membres, dont l’ensemble des membres de l’Union européenne. Tous les États membres du Conseil de l’Europe ont signé la Convention européenne des droits de l’homme, un traité
visant à protéger les droits de l’homme, la démocratie et l’État de droit. La Cour européenne des droits de l’homme contrôle la mise en oeuvre de la Convention dans les États membres.

Accéder au site web du Conseil de l'Europe en français


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge