ვაკანსიები
გაიგეთ მეტი დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ევროპის საბჭოს სტრასბურგის ცენტრალურ ოფისსა და ადგილობრივ ოფისებში.
გაეცანით მიმდინარე ვაკანსიების სიას
სტაჟირება
სტაჟირების მსურველებმა განაცხადები უნდა შეავსონ ამ ვებგვერდზე.
სტაჟირებას, როგორც წესი, ჩვენს სათაო ოფისში, სტრასბურგში გადიან. სტაჟირების გავლა თუ საქართველოს ოფისში გსურთ, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ სააპლიკაციო ფორმაში. სტაჟიორების საქმიანობას ოფისში კოორდინირებას პროგრამების თანამშრომლები გაუწევენ (იხილეთ ჩვენი მიმდინარე პროგრამების ჩამონათვალი). სტაჟიორებს საქართველოში ევროპის საბჭოს მრავალმხრივი საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ.
ოფისი საქართველოში
ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო
+99532 2913870/ 71/ 72