ლექსიკონი
აკრედიტაცია
საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს სჭირდებათ სერტიფიკატების, დიპლომებისა და კვალიფიკაციების გაცემის ნებართვა. აკრედიტაცია არის პროცესი, რომლის გავლაც მათ უწევთ ამ ნებართვის მისაღებად. მაგალითად, უნივერსიტეტებს სჭირდებათ აკრედიტაცია დიპლომების გასაცემად და ისინი ამას ჩვეულებრივ იღებენ ეროვნული საგანმანათლებლო ორგანოებისგან,
რომლებიც ენდობიან მათ მიერ მინიჭებული ხარისხის საიმედოობას.
შეფასება
რაიმეს ხასიათის, შესაძლებლობის ან ხარისხის შეფასების პროცესი.[I] ოფიციალურ განათლებაში შეფასებები ტარდება გამოცდების გამოყენებით, შესრულებისა და მიღწევების გასაზომად და, როგორც წესი, შედეგების მიხედვით ადგენენ მათ, ვისაც საუკეთესო და ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად. შეფასება ასევე ხდება არაფორმალურ განათლებაში, მაგრამ ჯგუფური გამოცდილება და პროცესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური მიღწევები; არაფორმალურ განათლებაში ასევე გამოიყენება შეფასების სხვადასხვა მეთოდი. შეფასებისა და დებრიფინგის (სიღრმისეული განხილვა) მონაწილეობრივი პროცესები უფრო სასურველია, ვიდრე ტესტირება და რანჟირება. თვითშეფასება არის საკუთარი თავის შეფასების პროცესი მოცემული სტანდარტის ან კრიტერიუმების კომპლექსის მიხედვით. პორტფოლიოს შემთხვევაში, პორტფოლიოს კომპეტენციის ჩარჩო უზრუნველყოფს სტანდარტს, რომლის თანახმადაც ხდება თვითშეფასება, და მითითება, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს და როგორ მოხდეს მისი შედეგების დოკუმენტირება.
[i] ოქსფორდის ონლაინ ლექსიკონი: www.oxforddictionaries.com/definition/english/assess
სერტიფიცირება
ცოდნის, ნოუ-ჰაუს, უნარებისა ან/და კომპეტენციების ვალიდაციის ფორმალური პროცესი. სერტიფიკატები "ქაღალდის ფურცლებია", რომლებზეც სერტიფიცირების შედეგები ფიქსირდება. მათ, როგორც წესი, აქვთ ოფიციალური დოკუმენტების სტატუსი და წარმოადგენენ აკადემიური თუ პროფესიული მიღწევების კომუნიკაციის ფართოდ გავრცელებულ საშუალებას.
კომპეტენცია
რაიმეს წარმატებით ან ეფექტურად შესრულების შესაძლებლობა. ამ ტერმინს ხშირად ურევენ ტერმინში „უნარი“. კომპეტენციას უნარისგან ორი რამ განასხვავებს და აყენებს კომპეტენციას უნარზე მაღლა. როცა კომპეტენტური ხარ, შეგიძლია გამოიყენო ის, რაც იცი, დავალების ან გამოწვევის დროს და შეგიძლია ეს შესაძლებლობა გადაიტანო სხვადასხვა სიტუაციებს შორის. არაფორმალურ განათლებაში ითვლება, რომ კომპეტენციას აქვს სამი ურთიერთდაკავშირებული განზომილება: ცოდნა, ცოდნა როგორ უნდა გააკეთო და ცოდნა, როგორ უნდა იყო. მათ ხშირად სიმბოლურად გამოხატავენ თავით, ხელებით და გულით.
ემპათია
შეფასება
მტკიცებულება
კულტურათაშორისი კომპეტენცია
კულტურათაშორისი კომპეტენცია არის დამოკიდებულებების, ცოდნის, გაგებისა და უნარების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ ქმედებების საშუალებით, რომლებიც საშუალებას აძლევს ერთ ადამიანს, მარტო ან სხვებთან ერთად:
- გაუგოს და პატივი სცეს იმ ადამიანებს, ვინც ითვლება მისგან განსხვავებული კულტურული წარმოშობის მქონედ
- სათანადოდ, ეფექტურად და პატივისცემით მოახდინოს რეაგირება ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციისას
- დაამყაროს პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობები ასეთ ადამიანებთან
- გააცნობიეროს საკუთარი თავი და საკუთარი მრავალკულტურული მიკუთვნებულობა კულტურულ "განსხვავებულობასთან" გადაკვეთის საშუალებით.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოცემულ კულტურათაშორისი კომპეტენციის განმარტებაში ნათქვამია, რომ ასეთი კომპეტენცია გულისხმობს იმ ადამიანების პატივისცემას, რომლებსაც მისგან განსხვავებული კულტურული მიკუთვნებულობა აქვთ, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ პატივისცემა ადამიანებისადმი და პატივისცემა ქმედებებისადმი. ადამიანები და მათი განუყოფელი ადამიანის უფლებები, ყველა ადამიანის ღირსება და თანასწორობა ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მაგრამ მოქმედებების მიმართ პატივისცემას აქვს შეზღუდვები: არ შეიძლება პატივისცემით მოკიდება იმ ქმედებების მიმართ, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს. ქმედებები, რომლებიც არღვევენ ამ პრინციპებს, არ უნდა იქნან განხილული "კულტურული განსხვავებულობის" ჭრილში.[i]
[i] Source: Barrett, M., Byram, M., Lázár, I. and Mompoint-Gaillard, P., Stravroula Philippou, Developing Intercultural Competence through Education, Council of Europe, Directorate of Democratic Citizenship and Participation, January 2013
ცოდნა
სწავლის შედეგები
სასწავლო პროცესის შედეგები. მათი გამოხატვა მრავალნაირად შეიძლება (არა მხოლოდ სერტიფიკატების საშუალებით) და ისინი შეიძლება გაიზომოს მრავალი (არა მხოლოდ გამოცდების) საშუალებით. სწავლის შედეგების ამსახველი დოკუმენტაცია უბრალოდ დროის კონკრეტული მონაკვეთის ნაწილია ნებისმიერი სასწავლო პროცესის განმავლობაში.
უწყვეტი განათლება
”მუდმივი, ნებაყოფლობითი და თვითმოტივირებული”.[i] ცოდნის ძიება პირადი თუ პროფესიული მიზეზების გამო მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის იდეა აღიარებს, რომ სწავლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბავშვობით ან საკლასო ოთახით, არამედ ხდება მთელი ცხოვრების მანძილზე და სხვადასხვა სიტუაციებში. ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში, მუდმივმა სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა აჩვენა, რომ სწავლა მუდმივად ხდება სხვა ადამიანებთან და ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან ყოველდღიური ურთიერთქმედების შედეგად [ii]. კვლევამ აჩვენა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლას შეუძლია გააუმჯობესოს პიროვნული განვითარება, აქტიური მოქალაქეობა და სოციალური ჩართულობა. [iii]
[i] განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა: თეთრი წიგნი მოზრდილთა განათლების შესახებ. Dublin: Stationery Office, 2000. ხელმისაწვდომია ინტერნეტში: www.education.ie/en/Publications/Policy-Reports/fe_aduled_wp.pdf
[ii] განმარტება ადაპტირებულია აქედან: http://en.wikipedia.org/wiki/Lifelong_learning
[iii] ევროპული საზოგადოების კომისია, Adult learning: It is never too late to learn. COM(2006) 614 final. Brussels, 2006
კვალიფიკაცია
ცრურწმენა
წინასწარ წარმოდგენილი მოსაზრება, რომელიც არ ემყარება ლოგიკურ საფუძველს ან რეალურ გამოცდილებას.[i] ცრურწმენა ყველაზე ხშირად უარყოფითია და
ცრურწმენებს იშვიათად ამყარებენ ფაქტები ან მტკიცებულებები.
აღიარება
უნარი
კონკრეტული ამოცანის ან სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ცოდნისა და გამოცდილების ერთობლიობა. "დაოსტატებული" აღნიშნავს იმას, ვინც ისწავლა რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს ეს, და შეუძლია ამის ჩვენება.
სოლიდარობა
გრძნობებსა და მოქმედებებში ერთიანობა ან შეთანხმება, განსაკუთრებით საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს შორის; მხარდაჭერა სხვა პირებისა, რომლებიც განიცდიან გარკვეულ სირთულეს ან პრობლემებს, რომელთა იდენტიფიცირებაც შეიძლება მოახდინოს პიროვნებამ ან პიროვნების ჯგუფმა/საზოგადოებამ; ურთიერთდახმარება ჯგუფის შიგნით.[i]
[i] ადაპტირებულია აქედან http://www.oxforddictionaries.com/definition/english/solidarity?q=solidarity
სტერეოტიპი
გაურკვევლობისადმი ტოლერანტულობა
განსხვავებული ინტერესების, მოლოდინებისა და საჭიროებების მოთმენისა და მათთვის შეღავათების დაშვების უნარი ადამიანებს შორის ურთიერთგაგების დამყარების პროცესში ან სხვა ახალ სიტუაციებში ან გაურკვევლობაში.[i]
[i] ადაპტირებულია აქედან: Otten, H., Ten Theses on the correlation between European youth encounters, intercultural learning and demands on full and part-time staff in these encounters, IKAB, 1997: http://www.ikab.de/reports/Otten_thesen_en_1997.pdf
ვალიდაცია
აღიარების მსგავსად, ეს აღნიშნავს რაღაცის ფორმალური ან/და არაფორმალური ღირებულების ან ფასეულობის დადგენის პროცესს. საგანმანათლებლო სფეროში ეს ნიშნავს სწავლის პროგრესისა და შედეგების, როგორც სანდო და ღირებულის, აღიარებას.
ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდული საქმიანობის განმახორციელებლებს განსაკუთრებით ახალგაზრდულ მუშაკებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, ასევე მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, შეაფასონ და განავითარონ თავიანთი ახალგაზრდული საქმიანობისა და მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ადამიანების კომპეტენცია.