პორტფოლიოს გამოყენების იდეები
აქ შეგიძლიათ ნახოთ იდეები, თუ რა გზებით შეიძლება პორტფოლიოს გამოყენება ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხის განვითარების მხარდასაჭერად. თუ თქვენ გაქვთ პორტფოლიოს გამოყენების დამატებითი იდეები, წინადადებები ან გზები, რომლითაც თქვენ ისარგებლეთ, გთხოვთ მოგვწეროთ აღნიშნულ ელ-ფოსტაზე youthportfolio@coe.int
იდეები ინდივიდუალური ახალგაზრდული მუშაკებისთვის/ახალგაზრდა ლიდერებისათვის
ევროპის ახალგაზრდული საქმიანობის ონლაინ პორტფოლიო, როგორც ინდივიდუალურ ახალგაზრდულ მუშაკს ან ახალგაზრდა ლიდერს შეიძლება გამოგადგეთ შემდეგ საკითხებში:
- ახალგაზრდული საქმიანობის ამჟამინდელი დონის თვითშეფასება
- სწავლისა და განვითარების მიზნების დადგენა და ამ მიზნების მიყოლა თქვენს მიერ განსაზღვრული გზებით
- გარკვეული დროის შემდეგ, თქვენი თვითშეფასების გადახედვა, რათა ნახოთ, თუ რა შეიცვალა, განაახლოთ თქვენი პორტფოლიო ან თავიდან დაიწყოთ ეს პროცესი
პორტფოლიოს შექმნა დინამიური პროცესია და ჩვენ გირჩევთ, თუ ამ ინსტრუმენტს იყენებთ, რეგულარულად გადახედოთ ხოლმე მას. იგი შეიძლება თქვენი კარგი მეგობარი გახდეს, რომელიც ხელს შეგიწყობთ, რომ შეინარჩუნოთ მოტივაცია, გაიგოთ მეტი და განავითაროთ თქვენი ახალგაზრდული საქმიანობის კომპეტენცია. მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ვალიდურია თუ არა დროის რაღაც მომენტში შესრულებული თვითშეფასება, შემდეგ კი განაახლოთ ის ნაწილები, რომლებიც შეიცვალა ან განვითარდა.
თუ თქვენ ოფიციალურ დაწესებულებაში ან სტრუქტურაში მუშაობთ, შეიძლება მოგიწიოთ მონაწილეობის მიღება შესრულების გადახედვაში ან შეფასებაში. უპრიანი იქნება, თუ თქვენს პორტფოლიოს გადახედავთ ამგვარი შეფასების ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე, რადგან მას შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია და არგუმენტები, რომლებსაც გამოიყენებთ თქვენს ხელმძღვანელთან თქვენი შესრულების განხილვისას.
სხვა შემთხვევაში, თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, როდის უფრო ექნება აზრი ამის გაკეთებას - მაგალითად, გუნდის რეგულარული შეფასების დროს, ან თქვენს მოხალისე ან პროფესიონალ ხელმძღვანელთან განხილვისას, სტაჟირების დასაწყისში ან/და ბოლოს, ან როცა თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს რეზიუმეს ახალი სამუშაოს ძიებისას.იდეები ახალგაზრდული მუშაკების/ახალგაზრდა ლიდერების გუნდებისათვის
არსებობს გუნდის კომპეტენციის შეფასების ორი გზა პორტფოლიოს გამოყენებით პირველი ხდება ორ ეტაპად, თითოეული გუნდის წევრი ატარებს საკუთარ თვითშეფასებას, შემდეგ კი კოლექტიურად განიხილავს გუნდის კომპეტენციის ასპექტებს და სახელმძღვანელოდ იყენებს კომპეტენციის ჩარჩოს.
გუნდის ყველა წევრს ასევე შეუძლია ერთად ჩაატაროს პორტფოლიოს შეფასება, რომელშიც შეფასების საგანი იქნება მათი გუნდური საქმიანობა და არა ინდივიდუალური კომპეტენცია. უმეტეს შემთხვევაში, ამისათვის საკმარისია შეცვალოთ ტერმინი "მე" ტერმინით "ჩვენ" შეფასების ჩატარებისას. მაგალითად, კულტურათაშორის კომპეტენციაზე ფიქრისას, გუნდური სავარჯიშო იქნება იმის შეფასება, თუ როგორ ესმის გუნდს ერთობლივად საკუთარი კულტურათაშორისი რეალობა (ე.ი. გუნდის შემადგენლობა და იმ ახალგაზრდული ჯგუფების შემადგენლობა, რომლებთანაც იგი მუშაობს) და როგორ მოქმედებს ამასთან დაკავშირებით (ე.ი. ერთმანეთთან და ერთობლივად მონაწილეებთან ერთად).იდეები ორგანიზაციებისთვის
პორტფოლიო შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სწავლისა და განვითარების ინსტრუმენტი მთელი ორგანიზაციისთვის! გუნდების მსგავსად, ორგანიზაციებს შეუძლიათ ისწავლონ კოლექტიურად და მიაღწიონ უფრო მაღალ პოტენციალს, ხოლო პორტფოლიო საშუალებას აძლევს ამ ორგანიზაციების პასუხისმგებელ თანამშრომლებს, იმოქმედონ ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და განვითარების გზებზე.
პორტფოლიო შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც „ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს“ შემუშავების საფუძველი. ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო არის პრინციპებისა და გაიდლაინების ერთობლიობა, რომელსაც ორგანიზაცია იყენებს, რომ დარწმუნდეს, რომ იგი თავის სამუშაოს ასრულებს ადეკვატურად, თავისი გამოცხადებული მისიისა და მიზნების შესაბამისად და ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით. ორგანიზაციის კომპეტენციის შეფასებისა და სასწავლო გეგმის შემუშავება შეიძლება გახდეს ასეთი ჩარჩოს საფუძველი და შეიტანოს წვლილი ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიაში.
იდეები ახალგაზრდული საქმიანობის მენეჯერებისთვის
პორტფოლიო შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სწავლისა და განვითარების ინსტრუმენტი მთელი ორგანიზაციისთვის! გუნდების მსგავსად, ორგანიზაციებს შეუძლიათ ისწავლონ კოლექტიურად და მიაღწიონ უფრო მაღალ პოტენციალს, ხოლო პორტფოლიო საშუალებას აძლევს ამ ორგანიზაციების პასუხისმგებელ თანამშრომლებს, იმოქმედონ ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და განვითარების გზებზე.
თუ ხართ ახალგაზრდული საქმიანობის მენეჯერი, პორტფოლიო შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც „ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს“ შემუშავების საფუძველი. ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო არის პრინციპებისა და გაიდლაინების ერთობლიობა, რომელსაც ორგანიზაცია იყენებს, რომ დარწმუნდეს, რომ იგი თავის სამუშაოს ასრულებს ადეკვატურად, თავისი გამოცხადებული მისიისა და მიზნების შესაბამისად და ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით. ორგანიზაციის კომპეტენციის შეფასებისა და სასწავლო გეგმის შემუშავება შეიძლება გახდეს ასეთი ჩარჩოს საფუძველი და შეიტანოს წვლილი ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიაში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ პორტფოლიოში შემავალი ახალგაზრდული მუშაკის როლებისა და კომპეტენციების ინტეგრირება იმ ახალგაზრდული მუშაკების ან ახალგაზრდა ლიდერების შეფასებისა და მიზნების დასახვის პროცესში, რომლებსაც თქვენ უწევთ კოორდინაციას.
გარდა ამისა, პორტფოლიოს სტრუქტურა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი, რათა განსაზღვროთ იმ ახალგაზრდული მუშაკებისა და ახალგაზრდა ლიდერების სასწავლო საჭიროებები, რომლებსაც თქვენ მართავთ თქვენს დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში.
იდეები ახალგაზრდული მუშაკების ტრენერებისათვის
ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო შეიძლება ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი იყოს ახალგაზრდული მუშაკების და ახალგაზრდა ლიდერების ტრენინგებისთვის.
სასწავლო კურსზე, ტრენერებს შეუძლიათ გამოიყენონ პორტფოლიო, როგორც საინფორმაციო წყარო სასწავლო კურსის გეგმის შემუშავებისას.
პორტფოლიო, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც თვითშეფასების ინსტრუმენტი ახალგაზრდულ საქმიანობასთან დაკავშირებული ტრენინგის კურსების მონაწილეებისთვის. მაგალითად, მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ პორტფოლიო ტრენინგის კურსის დასაწყისში, რათა შეაფასონ, თუ რა ნიშნულზეა ახლა მათი ახალგაზრდული საქმიანობის კომპეტენცია და ასევე გამოიყენონ ის იმ სასწავლო მიზნების დასახვისთვის, რომელთა მიღწევაც სურთ ტრენინგის კურსის განმავლობაში. ტრენერებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი მონაწილეების სასწავლო მიზნები, რათა ჩამოაყალიბონ და დახვეწონ თავიანთი ტრენინგის კურსის სასწავლო გეგმა.
პორტფოლიო გამოიყენება ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ტრენინგების უმრავლესობაში ახალგაზრდული საქმიანობის საკითხებზე. ის გამოიყენება კურსის სასწავლო გეგმის დასადგენად და თითოეული მონაწილის პირადი პორტფოლიოს შესაქმნელად. როგორც ასეთი, ის ასევე საფუძვლად დაედო სასწავლო კურსების სერტიფიცირებას.
ტრენერებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ პორტფოლიო, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი ტრენინგთან დაკავშირებული პროცესებში, როგორიცაა სწავლება ან ქოუჩინგი.
იდეები პოლიტიკის შემქმნელებისთვის
პორტფოლიოს ინიციატივა წარმოადგენს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულების სპეციალურ მაგალითს, ხელი შეუწყონ ახალგაზრდული საქმიანობის აღიარებას არაფორმალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით. ეს ვალდებულება ოფიციალურად იქნა გაფორმებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის Rec(2003)8 რეკომენდაციაში წევრი ქვეყნებისადმი, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების / სწავლის პოპულარიზაციისა და აღიარების შესახებ და შემდგომ დოკუმენტებში. ინდივიდების, გუნდებისა და ორგანიზაციებისათვის პორტფოლიო წარმოადგენს მათი კომპეტენციის შესაფასებელ საშუალებას და ხელს უწყობს ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხის გამჭვირვალობის გაზრდას.
ნებისმიერი დონის პოლიტიკის შემქმნელებს, ადგილობრივიდან ევროპულამდე, შეუძლიათ გამოიყენონ პორტფოლიო, ახალგაზრდული საქმიანობის აღიარების სტანდარტებისა ან ინსტრუმენტების შესამუშავებლად.
მაგალითად, პორტფოლიო შეიძლება გახდეს ახალგაზრდული მუშაკის კვალიფიკაციის განვითარების საფუძველი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მუშაკის პროფესიად აღიარებას.
პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ გამოიყენონ პორტფოლიო ახალგაზრდული მუშაკების ტრენინგების სასწავლო გეგმის განსაზღვრისას. პორტფოლიო, ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ტრენინგის ან სწავლის შედეგების სერტიფიცირებისას, რომლებიც ახალგაზრდულმა მუშაკებმა გაიარეს ახალგაზრდული საქმიანობის ტრენინგის შედეგად.
იმ რეალობებში, როდესაც ახალგაზრდულ მუშაკებს უკვე სჭირდებათ სპეციალური ტრენინგის გავლა, რათა მიიღონ აღიარება, როგორც ახალგაზრდულ მუშაკებმა, პორტფოლიო შეიძლება გახდეს თვითშეფასების და განვითარების დამატებითი ინსტრუმენტი.
პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს პორტფოლიოს, როგორც ახალგაზრდობის ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტის გამოყენებაში.
პორტფოლიოს თარგმნა
ასევე, შეგიძლიათ თარგმნოთ პორტფოლიო თქვენს ენაზე: გაიგეთ, როგორ!
ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიოს ხელმისაწვდომობა მრავალ ენაზე, რომლებზეც მომხმარებლები და ბენეფიციარები საუბრობენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდული საქმიანობისადმი მისი მიდგომების გავრცელებაში.
თარგმანის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ პორტფოლიოს ვებსაიტზე.
Form for expression of interest to translate the Portfolio
ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდული საქმიანობის განმახორციელებლებს განსაკუთრებით ახალგაზრდულ მუშაკებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, ასევე მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, შეაფასონ და განავითარონ თავიანთი ახალგაზრდული საქმიანობისა და მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ადამიანების კომპეტენცია.