ახალგაზრდული საქმიანობის კომპეტენცია
პორტფოლიო წარმოადგენს ახალგაზრდული საქმიანობის კომპეტენციის შეფასებისა და მისი განვითარების დაგეგმვის საშუალებას. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ახალგაზრდული მუშაკები მუდამ უნდა სწავლობდნენ და თავად ახალგაზრდული საქმიანობა კი ისეთი სფეროა, რომელიც მუდმივად ვითარდება. აი, საკვანძო კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაშიც ეს პორტფოლიო დაგეხმარებათ:
როდესაც ფიქრობთ იმ ახალგაზრდულ საქმიანობაზე, რომელშიც ჩართული ხართ, რას აკეთებთ და რა გჭირდებათ, რომ ეს კარგად გააკეთოთ? რა არის საჭირო, რომ იყოთ კომპეტენტური ახალგაზრდული მუშაკი?
კომპეტენცია არის ამ ინსტრუმენტის გააზრების მთავარი კონცეფცია.
კომპეტენცია არის “რაიმეს წარმატებით ან ეფექტურად შესრულების შესაძლებლობა”. ამ ტერმინს ხშირად ურევენ ტერმინში “უნარი”, თუმცა ისინი არ არიან იგივე. კომპეტენციას უნარისგან ორი რამ განასხვავებს და აყენებს კომპეტენციას უნარზე მაღლა. როცა კომპეტენტური ხარ, შეგიძლია გამოიყენო ის, რაც იცი, დავალების ან გამოწვევის დროს და შეგიძლია ეს შესაძლებლობა გადაიტანო სხვადასხვა სიტუაციებს შორის.
ახალგაზრდულ საქმიანობაში ითვლება, რომ კომპეტენციაში შედის სამი
ურთიერთდაკავშირებული განზომილება:
ცოდნა: ეს
განზომილება ეხება
ყველა საკითხსა და
თემას, თქვენი სამუშაოს
გასაკეთებლად. ეს
კომპეტენციის
„კოგნიტური“ განზომილ
ებაა.
იგი, როგორც წესი,
ასოცირდება თავთან.
უნარები და ჩვევები: ეს განზომილება ითვალისწინებს იმას, რისი კეთებაც თქვენ შეგიძლიათ ან რისი ცოდნაც გჭირდებათ თქვენი სამუშაოს გასაკეთებლად. ეს არის კომპეტენციის „პრაქტიკული“, ანუ უნარების განზომილება. იგი, როგორც წესი, ასოცირდება ხელებთან.
დამოკიდებულება და ფასეულობები: კომპეტენციის განზომილება ითვალისწინებს იმ დამოკიდებულებასა და ფასეულობებს, რომლებიც თქვენ ეფექტურად უნდა გამოიყენოთ თქვენს საქმიანობაში. კომპეტენციის ეს განზომილება, როგორც წესი, ასოცირდება გულთან.
ამ პორტფელის გამოყენება დაგაინტერესებთ, რომ ჩაიხედოთ თქვენს თავში, ხელებში და თქვენს გულში და დაადოკუმენტოთ ის, რისი სწავლაც თქვენ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ, რათა მიაწოდოთ მაღალი ხარისხის ახალგაზრდული საქმიაონობა, იმ ახალგაზრდებისთვის რომლებთანაც მუშაობთ.
ჭკუის კოლოფი!
როდესაც ფიქრობთ თქვენს საკუთარ, გუნდის ან ორგანიზაციის სამუშაოზე, რა ასოცირდება თქვენთვის თავთან, ხელებთან და გულთან? დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები და გამოიყენეთ სურათი პასუხის დასაფიქსირებლად.
- რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულმა ადამიანებმა?
- რისი გაკეთება უნდა შეეძლოთ ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს?
- რა დამოკიდებულება და ღირებულებები უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს?
- რას მოუტანთ თქვენ თქვენს ახალგაზრდულ საქმიანობას, რითაც ეს კომპეტენტურს გხდით?
პორტფოლიოს კომპეტენციის ჩარჩო
პორტფოლიო მოიცავს იმას, რასაც ახალგაზრდული საქმიანობა ჩვეულებრივ ან ყველაზე ხშირად აკეთებს. ჩვენ მათ ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქციებს ვუწოდებთ.
ახალგაზრდული საქმიანობის ამ ფუნქციებიდან პორტფოლიო ცდილობს უკეთ გააცნობიეროს, თუ რისი კეთება უნდა შეეძლოთ ახალგაზრდულ მუშაკებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა კომპეტენციები სჭირდებათ მათ ახალგაზრდული მუშობისათვის.
ახალგაზრდული საქმიანობისათვის საჭირო კომპეტენციები იყოფა ორ კატეგორიად:
- ახალგაზრდული საქმიანობის სპეციფიკური კომპეტენციები - კომპეტენციები, რომლებიც უნიკალურს ხდიან საქმიანობის ამ სფეროს
- უფრო ზოგადი კომპეტენციები - კომპეტენციები, რომლებიც ეხება საქმიანობის სხვა სფეროებს, მაგრამ რომლებიც, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვანია ახალგაზრდული საქმიანობისათვის
ეს გამოვლენილი ფუნქციები და კომპეტენციები ერთად ქმნიან იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პორტფოლიოს კომპეტენციის ჩარჩოს.
ჩარჩოში წარმოდგენილი ფუნქციებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი არანაირად არ ნიშნავს, რომ იგი ამომწურავია. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ზოგიერთი კომპეტენცია არ არის მნიშვნელოვანი თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოსთვის ან შეიძლება მოგინდეთ ახალგაზრდული საქმიანობისათვის საჭირო სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი, კომპეტენციების დამატება.
დაიწყეთ პორტფელის გამოყენება, რათა ნახოთ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი თქვენს პრაქტიკაში!
რას იგულისმხება კომპეტენციებში?
ფუნქცია 1. ითვალისწინებს ახალგაზრდების საჭიროებებს და მისწრაფებებს
კომპეტენცია 1.1. ამყარებს ახალგაზრდებთან პოზიტიურ, არაგანსჯით ურთიერთობებს
ამ კომპეტენციაში შედის:
- უნარები: დემოკრატიული ლიდერობა, აქტიური მოსმენა
- დამოკიდებულებები და ღირებულებები: ცნობისმოყვარეობა, თანაგრძნობა, თვითშეგნება, კონფიდენციალობა, ინტერესი ახალგაზრდების შეხედულებებისადმი
კომპეტენცია 1.2. ერკვევა ახალგაზრდების ცხოვრების სოციალურ კონტექსტში
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: საზოგადოებაში არსებული ვითარება, ახალგაზრდობის სტატუსი და მდგომარეობა საზოგადოებაში
- უნარები: ანალიზი, ინფორმაციის მენეჯმენტი
კომპეტენცია 1.3 რთავს ახალგაზრდებს ახალგაზრდული საქმიანობის დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში, მონაწილეობრივი მეთოდების გამოყენებით, საჭიროებისდა მიხედვით
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: ახალგაზრდების ინტერესები, პრობლემები და საჭიროებები
- უნარები: აქტიური მოსმენა, მიზნების იდენტიფიცირება, საჭიროებების ანალიზი, ფასილიტაცია, ჯგუფის მართვა
- დამოკიდებულება და ღირებულებები: პატიოსნება, მოთმინება, ახალგაზრდების შეხედულებისადმი ინტერესი, გახსნილობა
კომპეტენცია 1.4 ეპყრობა ახალგაზრდებს, როგორც თანასწორებს
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: ახალგაზრდული საქმიანობის ეთიკა
- უნარ-ჩვევები: საკუთარი იდენტობის წარმოდგენა ახალგაზრდულ მუშაკად
- დამოკიდებულება და ღირებულებები: გამოწვევებისთვის მზადყოფნა, სოლიდარობა, ახალგაზრდების შეხედულებებით დაინტერესება
კომპეტენცია 1.5 არის გახსნილი ახალგაზრდული საქმიანობის კონტექსტში წამოჭრილი ახალგაზრდობის პირადი და ემოციური საკითხების განხილვისას
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: ახალგაზრდული საქმიანობის ეთიკა
- უნარები: ემოციების მართვა
- დამოკიდებულება და ღირებულებები: აქტიური მოსმენა, გახსნილობა, მოთმინება, მგრძნობელობა, ემოციური სტაბილურობა, სანდოობა, პატიოსნება, გამჭვირვალობა, კონფიდენციალობა, თანაგრძნობა, ახალგაზრდების შეხედულებებისადმი ინტერესი
ფუნქცია 2. აძლევს ახალგაზრდებს სწავლის შესაძლებლობებს
კომპეტენცია 2.1 უწყობს ხელი ახალგაზრდებს მათი სასწავლო საჭიროებების, სურვილებისა და სტილის განსაზღვრაში, ნებისმიერი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: სწავლის თეორიები (სწავლის სტილები, სასურველი მიდგომები და ა.შ.), არაფორმალური განათლება და სწავლა, ჯგუფის დინამიკა, ახალგაზრდობის მრავალფეროვნება და გამოწვევები.
- უნარები: მიზნების განსაზღვრა, საჭიროებების ანალიზი, ფასილიტაცია, ლიდერობა, დელეგირება, ინკლუზიური საგანმანათლებლო მიდგომები, ინკლუზიური მეთოდები
- დამოკიდებულება და ღირებულებები: ღიაობა, მრავალფეროვნებისადმი მგრძნობელობა, ახალგაზრდების შეხედულებისადმი ინტერესი, ინიციატივიანი ახალგაზრდების მხარდაჭერა
კომპეტენცია 2.2 უქმნის ინდივიდებსა და ჯგუფებს უსაფრთხო, მოტივაციურ და ინკლუზიურ სასწავლო გარემოს
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: სწავლის თეორიები (სწავლის სტილები, სასურველი მიდგომები და ა.შ.), არაფორმალური განათლება და სწავლა, ჯგუფის დინამიკა, ახალგაზრდობის მრავალფეროვნება და გამოწვევები.
- უნარ-ჩვევები: ახალგაზრდების მოტივაცია, ქოუჩინგი, უკუკავშირი, კრეატიულობა, ინკლუზიური საგანმანათლებლო მიდგომები, ჯგუფის მენეჯმენტი, ფასილიტაცია, დებრიფინგი (სიღრმისეული დებრიფინგი, პრობლემების გადაჭრა, მედიაცია და კონფლიქტების ტრანსფორმაცია.
- დამოკიდებულება და ღირებულებები: ექსპერიმენტების სურვილი, ინიციატივიანი ახალგაზრდების მხარდაჭერა, კონფლიქტის პოზიტიური პოტენციალის მიღება
კომპეტენცია 2.3 იყენებს სხვადასხვა საგანმანათლებლო მეთოდებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ავითარებენ კრეატიულობას და ზრდიან სწავლის მოტივაციას
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: არაფორმალური განათლება და სწავლა, მრავალფეროვანი მეთოდები, ინფორმაციის წყაროები აქტივობის შესახებ
- უნარები: კეთებით სწავლა, კრეატიულობა, ფასილიტაციის უნარები, ინფორმაციის მართვა, ახალგაზრდების მოტივაცია
- დამოკიდებულება: ახალგაზრდების შემოთავაზებებისადმი ღიაობა იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მათ მოსწონთ და სურთ გააკეთონ, ექსპერიმენტების სურვილი, ცნობისმოყვარეობა
კომპეტენცია 2.4 უზრუნველყოფს ახალგაზრდებს შესაბამისი მითითებებითა და უკუკავშირით
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: ახალგაზრდული საქმიანობის ეთიკა
- უნარები: ტრენინგი, ქოუჩინგი, მენტორობა
- დამოკიდებულება და ღირებულებები: თანაგრძნობა, გახსნილობა, სხვების კომფორტის ზონიდან გამოყვანის მზადყოფნა
კომპეტენცია 2.5. აცნობს ახალგაზრდებს სწავლის შესაძლებლობებს და ეხმარება მათ ეფექტურად გამოყენებაში
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: ინფორმაცია, კონსულტირება და შესაბამისი საგანმანათლებლო/პროფესიული სახელმძღვანელო წყაროები, სწავლის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები თემის შიგნით და მის გარეთ, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ.
- უნარები: კონსულტირება, ქოუჩინგი, ახალგაზრდების მოტივაცია
ფუნქცია 3. ხელს უყწობს და ეხმარება ახალგაზრდებს, შეიცნონ საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობენ და ჩაერთონ მასში
კომპეტენცია 3.1. ეხმარება ახალგაზრდებს, განსაზღვრონ თავისი სასურველი როლი თემსა და საზოგადოებაში და აიღონ პასუხისმგებლობა მასზე
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: პოლიტიკა, საზოგადოება, ურთიერთობები ხელისუფლებასთან, ახალგაზრდებთან დაკავშირებული პოლიტიკა
- უნარები: კრიტიკული აზროვნება, აქტიური მოსმენა, პოლიტიკური წიგნიერება
კომპეტენცია 3.2. ხელს უწყობს ახალგაზრდებს მიზნების დასახვაში, სტრატეგიების შემუშავებაში და ინდივიდუალური და კოლექტიური აქტივობების ორგანიზებაში სოციალური ცვლილებებისთვის
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: ახალგაზრდების ინტერესები და პრობლემები, ის საკითხები, რაც ახალგაზრდებს იტაცებთ
- უნარ-ჩვევები: მონაწილეობრივი გადაწყვეტილების მიღება, დემოკრატიული ლიდერობა, აქტიური მოსმენა, კრიტიკული აზროვნება, მოქმედებისა და ცვლილებების დაგეგმვა, ჯგუფის მენეჯმენტი, ფასილიტაცია
- დამოკიდებულება და ღირებულებები: ძალაუფლების განაწილება
კომპეტენცია 3.3. ხელს უწყობს ახალგაზრდებს, განავითარონ კრიტიკული აზროვნება, გაერკვნენ საზოგადოებისა და ძალაუფლების საკითხებში, გაიგონ, თუ როგორ მუშაობენ სოციალური და პოლიტიკური სისტემები და როგორ შეუძლიათ მათ, გავლენა მოახდინონ აღნიშნულ სისტემებზე
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: პოლიტიკა, საზოგადოება, ურთიერთობები ხელისუფლებასთან, ახალგაზრდებთან დაკავშირებული რეგულაციები
- უნარები: პოლიტიკური წიგნიერება, აქტიური მოსმენა, კრიტიკული აზროვნება, ფასილიტაცია, ადვოკატირება
კომპეტენცია 3.4. ხელს უწყობს ახალგაზრდებში კომპეტენციისა და თავდაჯერებულობის განვითარებას
ამ კომპეტენციაში შედის:
- უნარები: ქოუჩინგი, თანაგრძნობა, კომუნიკაცია, უკუკავშირი
- დამოკიდებულება და ღირებულებები: პასუხისმგებლიანი რისკი, ექსპერიმენტების სურვილი
ფუნქცია 4. ხელს უწყობს ახალგაზრდებს კულტურათშორისი ურთიერთობების აქტიურად და კონსტრუქციულად წარმართვაში
კომპეტენცია 4.1 ხელს უწყობს ახალგაზრდებს კულტურათშორისი კომპეტენციების ათვისებაში
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: კულტურათაშორისი თეორია, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო და კულტურულ საკითხებში გაცნობიერება
- უნარ-ჩვევები: ფასილიტაცია, კომუნიკაცია, კულტურათაშორისი სწავლება, ადამიანის უფლებების შესახებ განათლება, დებრიფინგი
- დამოკიდებულება და ღირებულებები: ემპათია, გაურკვევლობისადმი ტოლერანტულობა, სოლიდარობა, თვითშეგნება, ემოციური სტაბილურობა, მგრძნობელობა, დაშორება სოციალური როლებისგან, გარკვეულობა საკუთარ ღირებულებებში
კომპეტენცია 4.2. ხელს უწყობს, რომ განსხვავებული წარმომავლობის მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ აქტიური ურთიერთობა ერთმანეთთან, როგორც საკუთარ ქვეყანაში ისევე საზღვარგარეთ, რათა ისინი გაეცნონ სხვა ქვეყნებს, კულტურულ კონტექსტებს, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიებს და ა.შ.
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: კულტურათაშორისი თეორია, კულტურული ცნობიერება, უცხო ენები, საერთაშორისო ცნობიერება, ახალგაზრდების მრავალფეროვანი წარმომავლობა/იდენტობა
- უნარ-ჩვევები: ფასილიტაცია, კულტურათაშორისი სწავლება, ჯგუფის დინამიკა და მართვა, მედიაცია, კონფლიქტების ტრანსფორმაცია
- დამოკიდებულება და ღირებულებები: ემპათია, გაურკვევლობისადმი ტოლერანტულობა, სოლიდარობა, თვითშეგნება, ემოციური სტაბილურობა, მგრძნობელობა, დაშორება სოციალური როლებისგან, გარკვეულობა საკუთარ ღირებულებებში გაცნობიერება
კომპეტენცია 4.3 შემოქმედებითად მუშაობს კონფლიქტებზე მათი კონსტრუქციულად ტრანსფორმაციისათვის
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: კონფლიქტი
- უნარები: ფასილიტაცია, კონფლიქტის ტრანსფორმაცია, მედიაცია, მოულოდნელ სიტუაციებთან გამკლავება
- დამოკიდებულება და ღირებულებები: მზაობა გამოწვევებისადმი, სხვების გამოწვევისთვის მზადყოფნა, ორიენტაცია საყოველთაო სიკეთეზე, სხვისი პატივისცემა, გაურკვევლობისადმი ტოლერანტულობა
კომპეტენცია 4.4 აქტიურად რთავს სხვადასხვა წარმომავლობისა და იდენტობის მქონე ახალგაზრდებს ახალგაზრდული საქმიანობის აქტივობებში
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: კულტურათაშორისი თეორია
- უნარ-ჩვევები: ფასილიტაცია, ინკლუზიური განათლება, კულტურათაშორისი სწავლება
- დამოკიდებულება და ღირებულებები: თვითშეგნება, საკუთარ ღირებულებებში გარკვეულობა, ემოციური სტაბილურობა
ფუნქცია 5. აქტიურად ატარებს შეფასებებს განხორციელებული ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხის გასაუმჯობესებლად
კომპეტენცია 5.1 რთავს ახალგაზრდებს შეფასების დაგეგმვასა და ორგანიზებაში
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: ინკლუზიური შეფასების მიდგომები
- უნარები: დემოკრატიული ლიდერობა, აქტიური მოსმენა, პროცესების მენეჯმენტი, ჯგუფის მენეჯმენტი, კვლევის ტექნიკა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT)
კომპეტენცია 5.2. შეფასების მონაწილეობრივი მეთოდების სპექტრის დაგეგმვა და გამოყენება
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: ინკლუზიური შეფასების მიდგომები
- უნარები: მონაწილეობითი მეთოდები, დემოკრატიული ლიდერობა, ფასილიტაცია
- დამოკიდებულება და ღირებულებები: გახსნილობა კონსტრუქციული კრიტიკისა და უკუკავშირის მიმართ
კომპეტენცია 5.3 იყენებს შეფასების შედეგებს საკუთარი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად
ამ კომპეტენციაში შედის:
- უნარები: შეფასება
- დამოკიდებულება და ღირებულებები: გახსნილობა კონსტრუქციული კრიტიკისა და უკუკავშირისადმი, ადაპტირება ახალ / გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან, პირადი ინიციატივა
კომპეტენცია 5.4. მუდამ არის ინფორმირებული ახალგაზრდების მდგომარეობისა და საჭიროებების თაობაზე ჩატარებული უახლესი კვლევების შესახებ
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: ახალგაზრდული კვლევის მიდგომები, აქტორები და წყაროები
- უნარები: ანალიზი, ინფორმაციის მენეჯმენტი
- დამოკიდებულება და ღირებულებები: პირადი ინიციატივა
ფუნქცია 6. ხელს უწყობს კოლექტიურ სწავლებას გუნდებში
კომპეტენცია 6.1 აქტიურად აფასებს გუნდურ საქმიანობას კოლეგებთან ერთად და იყენებს შედეგებს ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: გუნდური საქმიანობა, გუნდური სწავლა
- უნარები: შეფასება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პარტნიორობის შექმნა
- დამოკიდებულება და ღირებულებები: ნდობა, სხვისი შეხედულებისადმი ღიაობა, თვითმენეჯმენტი, ადაპტირება გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან, საყოველთაო სიკეთეზე ორიენტაცია, პირადი ინიციატივა, ღიაობა კონსტრუქციული კრიტიკისადმი
კომპეტენცია 6.2. ითხოვს და აწვდის უკუკავშირს გუნდური საქმიანობის შესახებ
ამ კომპეტენციაში შედის:
- უნარები: უკუკავშირი, აქტიური მოსმენა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია, მედიაცია
- დამოკიდებულება და ღირებულებები: კონსტრუქციულობა, კოლეგების გამოწვევა და მათგან გამოწვევისადმი მზაობა, ცნობისმოყვარეობა, ნდობა
კომპეტენცია 6.3 უზიარებს კოლეგებს ახალგაზრდული საქმიანობის საჭირო ინფორმაციას და პრაქტიკულ გამოცდილებას
ამ კომპეტენციაში შედის:
- უნარები: კომუნიკაცია, ინფორმაციის მენეჯმენტი
- დამოკიდებულება და ღირებულებები: სოლიდარობა, რესურსების გაზიარების სურვილი
ფუნქცია 7. ეხმარება ახალგაზრდებს მათი ორგანიზაციის განვითარებაში და პოლიტიკის / პროგრამების უკეთ გამოყენებაში ახალგაზრდობისათვის
კომპეტენცია 7.1 აქტიურად რთავს ახალგაზრდებს მათი ორგანიზაციის პოლიტიკისა და პროგრამების ფორმირებაში
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: ორგანიზაციული მენეჯმენტი და განვითარება, ორგანიზაციის პოლიტიკა და პროგრამები
- უნარ-ჩვევები: საჭიროებების ანალიზი, დემოკრატიული ლიდერობა, აქტიური მოსმენა, მონაწილეობრივი გადაწყვეტილების მიღება
- დამოკიდებულება და ღირებულებები: გამჭვირვალობა, პირადი ინიციატივა
კომპეტენცია 7.2 თანამშრომლობს სხვებთან ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაზე
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციები, აქტორები და მექანიზმები სხვადასხვა დონეებზე (ევროპულიდან ლოკალიზებული)
- უნარები: კომუნიკაცია, ნეთვორქინგი, თანამშრომლობა, პარტნიორობის შექმნა, დემოკრატიული ლიდერობა, ადვოკატირება, საჯარო გამოსვლა, პრეზენტაცია
- დამოკიდებულება და ღირებულებები: სხვა აქტორებთან პარტნიორობის სურვილი, ცნობისმოყვარეობა, გონებაგახსნილობა, მოთმინება, გაურკვევლობისადმი ტოლერანტულობა, პირადი ინიციატივა
ფუნქცია 8. შეიმუშავებს, წარმართავს და აფასებს პროექტებს
კომპეტენცია 8.1 იყენებს პროექტის მენეჯმენტის მიდგომებს
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: პროექტის მენეჯმენტის ძირითადი საკითხები
- უნარები: მენეჯმენტი (ფინანსების ჩათვლით), ლიდერობა, დელეგირება, დაგეგმვა, ფასილიტაცია, კომუნიკაცია
- დამოკიდებულება და ღირებულებები: ახალ / გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ადაპტაციის შესაძლებლობა
კომპეტენცია 8.2. იძიებს და მართავს რესურსებს
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: რესურსების მენეჯმენტი
- უნარ-ჩვევები: ფინანსური მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და განვითარება, კრეატიულობა რესურსების ძიებაში, ფანდრეიზინგი (ფონდების მოძიება), კომუნიკაცია, ადვოკატირება, ნეტვორქინგი (კონტაქტების დამყარება)
- დამოკიდებულება და ღირებულებები: გონებაგახსნილობა, პატიოსნება, გამჭვირვალობა
კომპეტენცია 8.3 ზრდის პროექტის ხილვადობას, წერს ანგარიშებს და აკეთებს პრეზენტაციებს სხვადასხვა აუდიტორიისათვის
ამ კომპეტენციაში შედის:
- უნარ-ჩვევები: პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლა, ანგარიშის დაწერა, თქვენი მოხსენების ადაპტირების შესაძლებლობა სხვადასხვა აუდიტორიისთვის
- დამოკიდებულება და ღირებულებები: თავდაჯერებულობა
კომპეტენცია 8.4 იყენებს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებებს საჭიროების შემთხვევაში
ამ კომპეტენციაში შედის:
- ცოდნა: საინფორმაციო, საკომუნიკაციო და მედია საშუალებები (ონლაინ)
- უნარები: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენება ახალგაზრდულ საქმიანობაში (პროექტები), კრეატიულობა
- დამოკიდებულება და ღირებულებები: ცნობისმოყვარეობა, პირადი ინიციატივა
ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდული საქმიანობის განმახორციელებლებს განსაკუთრებით ახალგაზრდულ მუშაკებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, ასევე მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, შეაფასონ და განავითარონ თავიანთი ახალგაზრდული საქმიანობისა და მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ადამიანების კომპეტენცია.