Back თბილისი, 2017 წლის 4 ნოემბერი

თბილისი, 2017 წლის 4 ნოემბერი

2017 წლის 4 ნოემბერს HELP - ს პროგრამის Info Point - ი ბატონი ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა ქართველ ადვოკატთა 15 კაციან ჯგუფს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ოფისში (ქ.თბილისი). შეხვედრაზე ბატონმა ყანდაშვილმა ადვოკატებს გააცნო HELP-ს პროგრამის შესახებ ინფორმაცია და მოახდინა პროგრამის ელექტრონული კურსების პრეზენტაცია.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა HELP -ს პროგრამის პოპულარიზაცია, მის შესახებ ადვოკატებში ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრის შედეგად ადვოკატებმა მიიღეს სრული ინფორმაცია პროგრამის თაობაზე და გამოხატეს ინტერესი ჩაერთონ პროგრამაში.

თბილისი, საქართველო 04/11/2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page