Terug ადამიანის უფლებათა სფეროში, ევროპის საბჭოს განათლების ევროპული პროგრამა

ადამიანის უფლებათა სფეროში, ევროპის საბჭოს განათლების ევროპული პროგრამა

 

ადამიანის უფლებათა სფეროში, ევროპის საბჭოს განათლების ევროპული პროგრამა პროფესიონალიიურისტებისთვის ადამიანის უფლებებში (HELP), გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან(UNHCR) თანამშრომლობით და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით, აცხადებსგანაცხადების მიღებას, დისტანციური სწავლების საპრეზენტაციო პროგრამაზე, ადამიანის უფლებათაევროპული სასამართლოს (ECHR) და თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ.

eLearning კურსი (სწავლების ელექტრონული კურსი) შემუშავებულ იქნა HELP–ის პროგრამის მეშვეობით ევროპის საბჭოს (COE) ადამიანის უფლებათა გენერალურ დირექტორატთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად.

აღნიშნული პროექტი არის უპრეცენდენტო არა მხოლოდ თავისი შინაარსით, არამედ ფორმატის თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე უკვე არსებობს მთელი რიგი სახელმძღვანელოები და ცნობარები, არ არსებობს ყოვლისმომცველი დისტანციური კურსი, რომელშიც განხილული იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სასწავლო პროგრამის ძირითადი დებულებები და მასთან დაკავშირებული პრეცედენტული სამართალი თავშესაფრის სფეროში..

საქართველო არის მეოთხე საპილოტე ქვეყანა, სადაც დაწყებულ იქნა eLearning–ის კურსის სწავლება იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან / იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

დისტანციური სასწავლო კურსის მიზანი:

  • თავშესაფრის სფეროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასწავლო პროგრამის შესაბამისი დებულებების შესახებ ცოდნის მიღება;
  • ამ სფეროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასწავლო პროგრამის უკეთესი განხორციელების ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასწავლო პროგრამასა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო და ევროპულ დოკუმენტებს შორის ურთიერთქმედებისა და ურთიერთკავშირის / განსხვავებების განმარტება.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროგრამა შემუშავებულ იქნა თავშესაფრის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და შესაბამის სასწავლო პრაქტიკაში, იურიდიულ საკითხებში, გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ .

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება, რომ შემოიტანონ განაცხადი პროგრამაზე დასასწრებად.

კურსის მიზანი და მიზნობრივი აუდიტორია
ერთობლივი სასწავლო პროგრამა მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ძირითად დებულებებს და თავშესაფარსა და ლტოლვილთა დაცვასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, კერძოდ, მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა), მე-5 მუხლს (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მე -8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 მუხლს (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება). კურსი ასევე შეეხება აღნიშნულ სფეროში, ზოგიერთი კონკრეტული პრობლემის გადაჭრის საკითხებს, საქართველოში.

სასწავლო პროგრამა ძირითადად განკუთვნილია იურიდიული სფეროს შემდეგ წარმომადგენლებზე:

  • ადმინისტრაციული ორგანოების წევრები, რომლებიც განიხილავენ და იღებენ გადაწყვეტილებებს თავშესაფრის მაძიებელთა და გაძევების საქმეებზე;
  • ადმინისტრაციული სასამართლოების მოსამართლეები, რომლებიც იღებენ დადგენილებებს თავშესაფარის ან / და გაძევების საქმეებზე;
  • ადვოკატები, რომლებიც წარმოადგენენ თავშესაფრის მაძიებელებს და ლტოლვილებს ეროვნულ და ევროპულ დონეზე;

მიდგომა და მეთოდოლოგია
სასწავლო გეგმა არის ინტერაქტიული და მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების უზრუნველსაყოფად. ასეთი მიდგომა აუცილებელია, რათა გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროგრამის სახელმძღვანელოები და ცნობარები.

კურსი ჩატარდება ქართულ ენაზე.

შესაძლო მონაწილეების დროში შეზღუდვებისა და სამუშაო დატვირთვი გათვალისწინებით, კურსი გაყოფილია 5 ნაწილად, რომელთაგან თითოეული შეიძლება დასრულებულ იქნას 3 საათში ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ. თითოეული ნაწილი უნდა იქნას დასრულებული 2 კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მთლიანი კურსის ხანგრძლივობაა დაახლოებით 3 თვე 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე.

მანამდე კი, კურსი ოფიციალურად დაიწყება თბილისში 2015 წლის 11 ნოემბერს უკვე შერჩეული მონაწილეებისთვის. ამ ღონისძიებაზე მონაწილეებისთვის ასევე წარმოდგენილი იქნება HELP–ის პროგრამა და ინტერნეტ ტრენინგის პლატფორმაზე არსებული სასწავლო რესურსები.

კურსის დასრულებისთანავე, წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. ეს სერთიფიკატი დამოწმებული იქნება ევროპის საბჭოს, HELP–ის პროგრამის სამდივნოსა და ადვოკატთა ასოციაციის მიერ, რათა მოხდეს ამ კურსის აღიარება ეროვნულ დონეზე და ინტეგრირება დაინტერესებულ პირთა სწავლების სისტემაში.

პირობები
საპილოტე კურსისთვის შერჩეულ იქნება მხოლოდ 25 მონაწილე. მომდევნო ეტაპზე, მას შემდეგ, რაც მივიღებთ უკუკავშირს საპილოტე სესიის მონაწილეებისგან, სასწავლო მასალები გავრცელდება უფრო ფართო მასშტაბით.

დაინტერესებულ ადვოკატებს ვთხოვთ, 2015 წლის 30 ოქტომბრამდე

გამოაგზავნონ CV, შემდეგ ელ. მისამართზე: education.gba@gmail.com

სტრასბურგი, საფრანგეთი 1/10/2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page