Powrót საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 10 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 10 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს

 

7 ნოემბერს, სასტუმროში ,,ქორთიარდ მერიოტისაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ადვოკატთა პროფესიის თავისუფლების და ინსტიტუციური გარანტიებს შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე -ნი მანანა კობახიძე,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს(CCBE) პრეზიდენტი მარია სლაზაკი,ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, ევროკავშირის დელეგაციიდან -ნი შტეფან შტორკიდა USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭრა საქართველოში პროექტის ხელმძღვანელი -ნი ჰერბერტ ბოუმანი.

კონფერენცია გახსნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ -ნმა ზაზა ხატიაშვილმა, რომელმაც საქართველოში ადვოკატის პროფესიის თავისუფლებაზე და უფლებებზე ისაუბრა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია მსჯელობა ადვოკატირების პროფესიული დაცვის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებზე, ადვოკატების მიერ საკუთარი კოლეგების დაცვის გამოცდილებასა და საადვოკატო პრაქტიკის ექსკლუზიურობის პრინციპსა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევბზე. კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ სასამართლო ხელისუფლების, იუსტიციის საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების დელეგაციები.

კონფერენცია გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მხარდაჭერით, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG), ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტისაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერადა ევროკავშირის პროექტისისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

თბილისი, საქართველო 7/11/2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page