Powrót ქართველი მოსამართლეები ვიზიტით ევროსაბჭოში

ქართველი მოსამართლეები ვიზიტით ევროსაბჭოში

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების მხარდაჭერის სამმართველოსა და საქ-ში ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის შედეგად, ქართველი მოსამართლეების 21 კაციანი ჯგუფი თბილისის, თელავისა და მცხეთის სასამართლოდან იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტით სტრასბურგში. ვიზიტი 2014 წლის 6-8 ოქტომბერს შედგა და მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და ევროსაბჭოს ინსტიტუტების გაცნობას. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ექსპერტებთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რასიზმისა და შეუმწყნარებლობის ევროპული კომისიის წევრებთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლესა და იურისტებთან, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დეპარტამენტებისა და პროგრამების ხელმძღვანელებთან. ვიზიტის ბოლო დღეს, ქართველ მოსამართლეთა ჯგუფი დაესწრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ საქმის ზეპირ განხილვას. აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს უკვე მეორე ვიზიტს რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

სტრასბურგი, საფრანგეთი 8/10/2014
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page