Späť ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია და თავშესაფრის უფლება საქართველოში

ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია და თავშესაფრის უფლება საქართველოში

 

2015 წლის 9 ნოემბერს, ევროპის საბჭოს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ორგანიზებით საქართველოში, თბილისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა ადვოკატებთან, რომელსაც ჰქონდა ვორქშოფის/ტრენინგის სახე, რომელზეც ოფიციალურად იქნა წარმოდგენილი HELP- და UNHCR- ერთბლივი ონლაინ სასწავლო კურსი ევროპული კონვენციისა და თავშესაფრის უფლების შესახებ.

ტრენინგი გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, რომელსაც 25 ადვოკატი დაესწრო.

ტრენინგზე მათ შორის წარმოდგენილ იქნა ევროსასამართლოს პრაქტიკა თავშესაფრის უფლებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ადვოკატებს მიეწოდათ პრაქტიკული ინფორმაცია ახალი კურსის შესახებ ეროვნული ტუტორის მიერ, რომელიც განგრძობად რეჟიმში მიაწვდის იურისტებს ინფორმაციას კურსის სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ.

ბელგიის, ესპანეთისა და რუსეთის შემდგომ საქართველო არის მეოთხე სახელმწიფო სადაც ოფიციალურად დაიწყო აღნიშნული კურსის შეთავაზება იურისტებისთვის, რაც იძლევა საშუალებას იურისტების ცოდნა ამაღლდეს თავშესაფრის უფლების შესახებ.

აღნიშნული ღონისძიების შემდგომ კურსი ასევე წარედგინა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე მოსამართლეებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და იუსტიციის უმაღლესი სკოლა თავის მხრივ აგრძელებს აღნიშნული კურსის იურისტებისთვის შეთავაზებას, ისევე როგორც გეგმავს კურსის ინტეგრირებას სასწავლო მოდულში.

 

თბილისი, საქართველო 9/11/2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page